... (Q-622), XIX ს.

721. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა ხამს სიყუარული მოყურისა უხვისა უშურველისა

722. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მუახლეთა ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა უფრო დადცა დაებადა

723. ოდეს წამოველ შევფიცე ფიცითა საშინელითა კულავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ხელითა ჟამია ჩემგან წასულისა ვიწვი ცეცხლითა ცხელითა

724. ყოველსავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა

725. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არა სრასა

726. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან პირმა არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღ~თნ ნათელთა სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

727. აწ მეფეო უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების გული მას აქუს გულოვანსა აქა ხელი რა მეხდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

728. წასულა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნას ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენვე დაგიბრუნდეს არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ მტერი თქვენნი დაძაბუნდეს

729. კულავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა მე სიტყვა შევამცირეო წა ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

730. ვაზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება რა საწყენია

731. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭვ წამიცა არ წამეაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს

732. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით სთქვიო ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი აგრეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

733. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად დაღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგუთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

734. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ხამს თუ დანა გულსა ვიცი ჱე ვაზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვითა მტკიცი

735. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

736. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ხელსა რასა მხდიან აწ ვითამცა გაუწყვეტლად უცნობოსა ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავჰტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმებ გამოსცდიან

737. აწ ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ხამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს მომეხმარე ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს

738. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვით მენუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

739. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მამედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების ვიტყვი მოვკუდე არა მგამა ჩემი მზეცა შენ მოგხვდების

740. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბას გაემართა მეფე დახუდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა