... (H-1128), XIX ს.

762. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდელი რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკუდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

763. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა სამსახური ჰგავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

764. შერმადინს ეტყვის უბრძანებს პირ მზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი

765. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მამისმინა მან არ იცის რათ ვინა და სულდგმულია ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღ~თნ ვისმცა შეარჩინა

766. თუმცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს ჰკრთების კუშტობს ვაებს უშობს

767. სამი არის მოყვრისაგან მოყურობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოხმარება მისად რგებად ველთა რბენა

768. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

769. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებრობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი კულავ გავლენა გააკვლადე

770. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნუმცა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულნიმცა შენნი კვდების შემოვიქცე ვალი შენი ჩემგან კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

771. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი მაგრა რა ვქნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეხმარვი რაცა გინდი

772. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი

773. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოჰხდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდე ვინც ეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

774. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლითა ღვარებად გაჭრა ხელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კულა შეჯერებად

775. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რომ კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს

776. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გაუშვივარ დავდგე მე რად მაშ თუ დავთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავჰთმობ ვისა მე რად

777. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ბნელსა ამაზედა იტირებდი დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

778. დაჯდა წერად ანდერძისა საბრალოსა საუბრისად ჱე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღ~თაებრისად

779. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა სიცრუე და ორ პირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა