... (H-1128), XIX ს.

818. მოახსენა საწოლს ვპოე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

819. რა ანდერძი წაიკითხეს კვლავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

820. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრამ ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

821. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის თუ მოხსნის მიხდის ცნობასა

822. რა მიიახლის დაბნედად ვერ ხელ ყვის გაძვრად ენისად მაგრა ჰსდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად წყაროსა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭურეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

823. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს

824. მე რა ვქნა შენად შეყრამდი ანუ რას მეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა

825. სტირს იტყვის დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კულად თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მამკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო მამცემდი პატიჟთა თმანო

826. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის მორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

827. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

828. ამას მოთსქმიდის იწოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა ამოსულა იამებოდის მას ამგზავსებდის ილხენდის უჭვრეტდის ეუბნებოდის

829. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მამცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენ გამო შენებრ მშვენისა

830. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასვლასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლავ გაემართის ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა

831. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულ მარიხიანი იტყვის დავჰყარენ ვარდნი და აჰა მე ვაგლახიანი

832. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქვაბთა კარსა

833. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხუდების ყმა გარდახდა მოეხვია აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა უცხო იამების

834. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა

835. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა თუ მიქადა რად მიტყუა

836. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენაარის რად შემართა ვით გაჰპირდა მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა