... (H-1128), XIX ს.

742. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბას გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა

743. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული მან ჰკადრა არა არ ვიცი მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმას ამბავი ჩემგან ცნებული

744. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

745. რაცა იცოდა ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კვლავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ რაგავარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა

746. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე ჰსცნობდა

747. ვითამც რამე სიხარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირად არად ვარგხარ არცა სხვად რად

748. ჴამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს ოდენ სიტყუა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემებეჭდნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

749. კვლავ უბრძანა თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქნილი

750. დადრკა სკამნი შემოსტყორცა ჰკრა კედელსა შეალეწნა დააცთუნა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიანბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირიცა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

751. ვეზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

752. თუმც ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემი დღენი მასმცა ადგან რაძინ ვითა გაისვენოს

753. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვაი კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

754. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა არ იწყურვებს მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებული მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

755. ვით გამხადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თჳთ კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურე ღ~თნ თმობა

756. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს ჭირი არ გამცუდებია

757. ყმამან უთხრა აღარ წასვლა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოუკვდეს ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგნით აროს ვერ უპოოს რა ქნას ანუ გული რითა დაიწყნაროს

758. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა ჰსჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

759. მოვახსენებ ერთხელ კვლაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდასწყდების მე თუ მოვკუდე ჩემი კერძი სოფელიცა გაქარდების

760. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა მისივედა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

761. შეჰკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან და მიუმხდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი ფერად მათმან საურაომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან