... (H-1128), XIX ს.

875. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად სიკვდილი მახლავს ჴელქნილსა სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად სად გამდის ღამი სად

876. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ჴელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ჰხამს თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა

877. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ ფერითა ეტყვის რამ მოჰკვდე გერგების სიტყვითა რა ოხერითა ნუ იქ არა ჰსჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქნა სიტყვითა ვერა ვერითა

878. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მომისმენ არას არა არას გაწყენს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკვდილი გიჯობს მოჰკვდე ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გიაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა

879. სადა ინდონი ბროლ ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა

880. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მდგმელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საწადელი

881. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა

882. ცხადად უთხრა შევჯდებიო მამიყვანე ცხენი წინა მან მოჰგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩნინა

883. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის ძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა

884. რა შეატყვა მოჯობება მუნ სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრა ახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან

885. შერასმეჰყვეს საუბარსა სიტყვა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია მისგან წყლული რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული

886. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მამცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

887. ავთანდილ უთხრა ელმოდი მართ მაგისავე თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა

888. სამხრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი აღარათ გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი და მერმე შენი დობილი

889. თქვენს შუა მქმნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური შენგან ღირს ქნილი ცნობისა მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა

890. მან უბრძანა რაცა გითქვამს უმართლე ხარ მეტის მეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად ჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად

891. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამილბარი ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტი ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხურელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი

892. ამას ეტყვის შენთვის დავდებ გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულობა თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ჴელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა

893. არას გარგებს შეჭირვება რომ ჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკუდების მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდა და გამარჯვება ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების

894. მოახსენა ეგე ჰსწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერსა მწვრთელი უყვარს უგუნურსა გულსა გმირდეს მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო მეტის მეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკვირდეს