... (H-1128), XIX ს.

703. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარ მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ად ვირემ ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

704. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა რგვით მორწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლით ამივსებს დაბმით დამაბა მახია აწღა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

705. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს ათრთოლებს და აწანწარებს გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიახარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

706. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების

707. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკუდილი ვერცა მეფეა რომელი

708. ამა სოფელსა კარგათ მყოფი კეისარი იყოს ვითა რა მოკვდების წაიყვანონ შეკრან მძიმე ბორკილითა მოაშორონ გენიასა დაწვან მისის სიბნელითა ესე სოფელი ამას გვიზამს კარგსა ნურვინ მოელისა

709. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი მან მარგალიტი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დაიდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

710. რა გათენდა კაცი მივა მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილ ნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრვიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოეკაზმა დაბდაბ ნობი

711. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

712. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ჴმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს სრულნი

713. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთა ელვა კრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა

714. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა

715. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

716. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავთმოთ რა ვქნათ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა

717. კვლავ იტყვის გულო რაზდენცა გაქვს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრა არ გაჩნდეს დამალე შენი ცეცხლისა კვლა დება ავად შეფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

718. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დაცავფარე დათმობასა ეაჯების გულსა შინა რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე

719. ვეზირმან ცნა გაეგება ჩემსა მზეა ამოსრული ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული მიეგება თაყვანიჰსცა კადრა სრულსა ქება სრული ჰჴამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

720. ყმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან

721. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს