... (H-1128), XIX ს.

663. გაეგება მოეხვია ზედან დახვდა პირი ხელსა აკოცებდეს სიხარულით ცრემლსა მღვრელი ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი გჭურეტდენ მრთელსა

664. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედან დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანიჰსცეს აკოცებდეს ვინცა ღირსა ზარსა სცემდეს უხაროდა უმფროსა თუ უნდა მცირსა

665. მოვიდეს სადა სამყოფლად სახლი მუნ არს აგებული მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული ლაღი შვებული ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული

666. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული

667. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვჰქენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

668. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კულავ ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა ფიცხლავ წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა

669. შესთავლა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვსცან და გაცნევ ყველასა მოვალ შვებით და მშვიდობით

670. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან სააჯო და სათხოელი

671. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა

672. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მამავალსა ამას პირ მზე მეფისაგან ივალებდა დიდსა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულ მხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა

673. რა მიიახლა გარდახდა ყმამ თაყვანიჰსცა მეფესა აკოცა როსტენ მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა გულ მხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

674. მას ავთანდილ თაყვანიჰსცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლისა ზენთა ზესა სახლ სამყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა

675. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასე უჭურეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

676. სმა გარდახდა თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

677. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა მზე თუ მგზავსი მისი და ანუ მისისა სახისა ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალსა შუა შორს მყოფი ახისა

678. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უანბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

679. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრა ნახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალ ახლები

680. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა მის თუალად არ დუხჭირისა უამა უქეს ვარდისა ხელი მძლედ დანაჭირისა ეგე ხმა სიმჴნე სიმხნისა რადგან ხარ მამხვე ჭირისა

681. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა კულავ საწოლს დახვდა მას მზესა მუნცა სიტყვისა ბრძენითა მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა

682. ყმა მხიარული წავიდა ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული წყალი მაგრამ ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი