... (H-1128), XIX ს.

799. ილოცავს იტყვის მაღალო ღ~თო ხმელთა და ცათაო ზოგჯერ მამცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულის თქმათაო

800. ღ~თო ღ~თო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოფხვრი სიყვარულსა მისსა ჩემთვის დანათესსა

801. ღ~თო ღ~თო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

802. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა თუმცა ვამნი ადიადნა მონა ჰსტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

803. აწ ამბავი სხვა დავიწყო ყმასა წავყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა შუქი ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვეზირისა მიიყუანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

804. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსონს გუშინდელი შენგან ქნილი მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათხოვე შენ ვაზირი გულის გული

805. თუ რად მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგჴადე მართლად უთქვამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუ ოდეს იქ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლადე

806. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კვლავ მაგის მეტად ნუ მასმენ თვარე მე სულად გელევი

807. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვსთქვი მასცა ვინანი

808. რა ვეზირი არ შევიდა კვლავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასვლა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი მოუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

809. თავ დადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

810. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყველაი ვით წასრულიყო დარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

811. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტის მეტნი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლენი ეგე სვეტნი

812. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრამ მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები

813. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მასულსა აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა

814. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ კვლავ ღთ~ნ წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვკუდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

815. ზარი გაისმა შამოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ჴმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

816. რა მეფემან დიდებულნი ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ჰხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგუყარნა რად გაგუწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინცაღა ვით დაგვიჭირნა

817. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად