... (H-1128), XIX ს.

644. დევთა ყვირილი ზახილი ზე ცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთ კერძო მამიჴდეს დავფრიწე დაიხეოდა

645. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები ჴელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვისვე ცეცხლ ნადები ჩემად ღონედ სიკუდილისა მეტსა არას არ ვეცდები

646. რომე ვეფხი მშვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი ჩემთვის კაბად მამინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს ხრმალი ცუდად მომიმახავს

647. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მხსენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მხსენები სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან ვარ სიკვდილისა მქენები

648. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერმე ქალმან დაადუმა მუხლ მოყრილი შეეხვეწა

649. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

650. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა მას არა არ ელხინების

651. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გაინდა საქებარი მან სხვა იხმოს მკურნალი და კვლავ მაჯისა შემტყვებარი მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მამდებარი სხვისა სხუამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

652. რაცა გითხრა მამისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

653. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო ღ~თი იღთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავსწიროთ მაფიცო და შემომფიცო

654. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემიპირო მეცა ფიცით შეგიჯერებ არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის აგრე არ გატირო

655. მან მიუგო უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლავცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

656. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი ითხოს გული მინდორს არ გაიჭრას არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღ~თნ რისხვით გამიკითხოს შენმა ჭვრეტა სიახლემან მამაქარვოს სევდა მითხოს

657. ამას ზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ სადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყუნენ მშვენიერნი ამხანაგნი

658. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა

659. ავთანდილს ასმათ ჩამოყვა ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსვლასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

660. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნურსად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა

661. იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოჭს ვარდსა აპობს ხელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლმან გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა

662. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარაცა მართებს ისრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლად კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქამამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს