ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

816. მოახსენა საწოლს ვჰპოვე: ესე მისგან დანაწერი჻ დგეს მონანი ნატირებნი: დაეგლიჯა თმა და წვერი჻ იგი მარტო გაპარულა: ყმა არ ახლავს არცა ბერი჻ მე თუ მამკლავთ მემართლებით: სიცოცხლე მჭირს შეუფერი჻

817. რა ანდერძი წაიკითხეს: კვლავ იტირეს დიდი ხანი჻ მერმე ბრძანა მხიარულსა: ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი჻ ვამლოცველნეთ დავრდომილნი: ობოლნი და ქვრივნი სხვანი჻ შევეწივნეთ მშვიდობისა: ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი჻

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

818. მთვარე მზესა მოეშორვოს: მოშორვება გაანათლებს჻ რა იახლოს შუქი დასწვავს: გაეყრების ვერ იახლებს჻ მაგრა ვარდსა უმზეობა: გააჴმობს და ფერსა აკლებს჻ ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა: ჭირსა ძველსა გაგვიახლებს჻

819. აწყა დავიწყებ ამბავსა: მის ყმისა წამავლობასა჻ მივა და მიტირს გულმდუღრად: ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა჻ წამ წამ მობრუნდის იაჯდის: მისთვის მზისავე მზობასა჻ უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის: თუ მოჴსნის მიჰჴდის ცნობასა჻

820. რა მიიახლის დაბნედად: ვერ ჴელ ყვის გაძვრად ენისად჻ მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან: მგზავსად წყაროსა დენისად჻ ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის: ღონედ პატიჟთა თმენისად჻ რა გაემართის არ იცის: მას თუ არბევდის ცხენი სად჻

821. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი: კრულია ვინცა დადუმდეს჻ რადგან შენ დაგრჩა გონება: გული შენკენვე დაბრუნდეს჻ თვალთა მტირალთა შეხედვა: შენივე სწადდეს და უნდეს჻ სჯობს საყვარელსა მოყვარე: რაზომცა დაუძაბუნდეს჻

822. მე რა ვქნა შენად შეყრამდი: ანუ რას მეჭუდე ლხენასა჻ თავსა მოვიკლავ მე თუმცა: შენგან არ ვეჭუდე წყენასა჻ მაგრა შენ გაწყენ ჩემისა: არ სიცოცოხლისა სმენასა჻ მოდი და მივსცნე ცოცხალმან: თვალნი ცრემლისა დენასა჻

823. ტირს იტყვის დადვა კეშანი: ლახვარმან ჩემთვის ათმანო჻ ინდოთა რაზმან ჩემად კლვად: თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო჻ თვალთა გიშერი აშვენებს: სათმან რად მამკლა სათმანო჻ ბაგე კბილო და თვალ წარბო: მამცემდი პატიჟთა თმანო჻

824. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად: გთქვის მზიანისა ღამისად჻ ერთარსებისა ერთისა: მის უჟამოსა ჟამისად჻ ვის მორჩილობენ ციერნი: ერთის იოტის წამისად჻ ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე: შეყრამდის ჩემად და მისად჻

825. ვის ხატად ღ~თისად გიტყჳან: ფილასოფოსნი წინანი჻ შენ მიშველე რა ტყვექმნილსა: ჯაჭვნი მაბიან რკინანი჻ ბროლ ბალახშისა მძებნელმან: სათნი დავჰკარგე, მინანი჻ მაშინ ვერ გავძელ სიახლე: აწ სიშორესა ვინანი჻

826. ამას მოთსქმიდის იწოდის: ვითა სანთელი დნებოდის჻ დაყოვნებისა მოშიში: ისწრაფდის იარებოდის჻ რა შეუღამდის ვარსკვლავთა: ამოსულა იამებოდის჻ მას ამგზავსებდის ილხენდის: უჭურეტდის ეუბნებოდის჻

827. მთვარესა ეტყვის იფიცე: სახელი ღ~თისა შენისა჻ შენ ხარ მამცემი მიჯნურთა: მიჯნურობისა სენისა჻ შენ გაქვს წამალი მისისა: მოთმინებისა თმენისა჻ მიაჯე შეყრა პირისა: შენ გამო შენებრ მშვენისა჻

828. ღამე ალხენდის დღე სჯიდის: ელის ჩასვლასა მზისასა჻ რა წყალი ნახის გარდიჴდის: უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა჻ მას თანა რთვიდის ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ კულავ გაემართის ისწრაფდის: წასლვასა მისვე გზისასა჻

829. მარტო მოსთქმიდის ტიროდის: ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოკლის სადაცა: ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჭამის და წავიდის: პირ მზე გულ მარიხიანი჻ იტყვის დავჰყარენ ვარდნი და: აჰა მე ვაგლახიანი჻

830. აწ ვერ ვიტყჳ მაშინდელსა: მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოთქმიდის: რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თოვლი გაეწითლის: ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა჻ ქუაბნი ნახნა გაეხარნეს: ზე გავიდა ქვაბთა კარსა჻

831. რა ასმათმან დაინახა: მოეგება ცრემლი სწვთების჻ ვით იამა სიხარულსა: მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდაჴდა მოეხვია: აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს: მოსლვა უცხო იამების჻

832. ყმა ქალსა ეტყუის პატრონი: ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ატირდა ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყჳს რა წახველ გაიჭრა: ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი: არ ნახვით არ ამბავითა჻

833. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე: ჰკრეს ლახუარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყჳს აჰა დაო: ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გატეხა: არ ვეცრუე ვით მეცრუა჻ ვერ იქმოდა რად მიქადა: თუ მიქადა რად მიტყუა჻

834. თუ უმისოდ სოფელს ყოფა: რათგან ჭირად არ მიღირდა჻ რად დავვიწყდი, რად მივსცილდი: რად ვერ გაძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენარისა: რად შემართა ვით გაჰპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან: ჩემი რამცა გამიკვირდა჻