ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

678. როსტევან — მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

679. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას დაუღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

680. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა; ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულმხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.

681. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანისსცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულმხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა შემომკრეფესა.

682. მას ავთანდილ თაყვანისსცა ლომთალომმან მზეთამზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთაზესა, სახლ-საყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

683. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა — თოვნა, ვარდსა — ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

684. სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

685. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა! მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა; ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის - ა!”

686. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინა მან, წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

687. ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა-ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

688. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, ეამა ქება ვარდისა, ხელით ბროლისა განამჭირისა, “ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

689. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა. მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არმოწყენითა, კვლა საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა: მისლვა ებრძანა, ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

690. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა რული, ფერნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარსრული, მრავალწყალი, მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

691. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არნადევრი, წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!

692. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა; უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

693. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა . ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყლითა რწყულისა, მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერნაკლულისა.

694. მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა, მი, ნები; იტყვის: “დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები”. მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”. მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

695. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა, მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.

696. ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების? მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი შექმნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

697. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, — რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად." “ვაჲ, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”