... (Q-622), XIX ს.

604. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტივეს ცხენია კულავ შევიბენით შეიქნა ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონა ფრიდონის სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია

605. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა ხელნი წმიდად გარდმეკვეთნეს იგი ასრე ასაპყარნა მოიყუანნა მხარ დაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირნა მისნი ყმანი ამაყარნა

606. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავანატენით მამკალით ლარი დალიოთ ან აკიდებით ან ტენით

607. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცულად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

608. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

609. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყოლასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო

610. დღესა ერთსა მე და მეფე ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

611. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვასა შიგან იხუსა გვანდა ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა იქით განაფრენსა

612. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ აქვ მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა გავეკვირვეამად გორსა

613. ვსთქვი რაა რასა ვამგზავსო მფრინველია ანუ მჴეცი ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

614. ამოძვრნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა კრთებოდა ფერნიმცა გვანდეს რისანი მან გაანათლა ქვეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

615. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა რომე თვალსა იახეწა დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერსა რამცა ვითა გარდეხვეწა

616. ცხენი გავქუსლე იქმოდეს შამბი ჴმასა და ხრიალსა ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა

617. ესე მესმა ფრიდონისგან მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწუთა დანადენიჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ თუცა უჩემოსა ენახოსმცა ვისცა ის ხე

618. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს მეტად ეუცხოა მაგრამ მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა მესათნოვა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარმომთოვა

619. ვაგლახმეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიანბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

620. ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

621. კულავაცა მითხრა ვისცა ღ~თი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს არათ ოდეს შეგვაწუხებს

622. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ ა ვითა ღ~თსა შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცენ ამის მეტი რად რა მინა