... (Q-622), XIX ს.

682. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა ხამს აქებდეს ენა ბევრი

683. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობდენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოვეა პატიჟნი მაგრა ძებნითა ვისითა

684. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ხამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკრულისა

685. მუნ სარო მგზავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კულავ კადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

686. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღ~თნ პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩნსო ვით ნადირსა ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

687. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალნი მჭურეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი და ქნილა ზაფრანად აწ ია შეიკონების

688. წურილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქუსო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

689. ქალსა რა ესმა ანბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

690. ყმა ეტყვის ვის აქუს მინდობა კაცისა მამცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისულისა მითქუმს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

691. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად კულავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

692. მზე ეტყვის მამხუდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა ვპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

693. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხუდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინად უხვდების რადგან შვება აქუს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

694. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყურისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ხამს უიიცისა ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან მზე მამეფაროს მე ცისა

695. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული ქვეით კოცნა მზისა წვერვა თუ გიახლო ერთხელ ვა და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

696. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამალი გული ძეს საგნად ისრისა მესურის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითღა ჩანს ნაასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

697. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე, რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრამ მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე

698. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ჴელის მჴდელი ამა ზედა ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

699. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს ვაი მოყუარისა გაყრილსა ახიო ეყოს ახი ოს

700. მათ მიხუდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტის მეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

701. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება კულავ აჩრდილებს არ ადილებს