... (Q-622), XIX ს.

623. არ ავინ გესვა მოყვარე ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად ენა გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერ დამყოფელი წამისად

624. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მეცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი

625. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემამკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის წამალი შენ რომე დაუწვავ ალთა ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა მაგაა ჭირთა და ვალთა

626. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების თუმცა ლხინმან არ დასძლია

627. კაცი უჴმენ მასვე წამსა ესე საქმე დაიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ

628. აჩინნა კაცნი სადაცა სადგური ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

629. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხუდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

630. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელი ვერა ვერ ეცნა ვერ იყუნეს ვერას ამბისა მბობელი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კულავ ცრემლი შეუშრობელი

631. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

632. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ დავდგები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

633. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლ მოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო დაგაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

634. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

635. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქუენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონნეს სახედრობა სიფიცხენი

636. ფრიდონ გამამყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით

637. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კულავ ვიარე რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერა შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მხეცთა დავადარე

638. ვსთქვი თუ ჩემგან აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მხეცთა სიარულმან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამ ასმათსა სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

639. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქუენთა ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთა მონადენთა რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა მითხრეს აჰი აჰი რასა ბრძანებ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

640. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭურეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეზომ არ ღაფალსა

641. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდის თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნე ქუე მინდორნი და ზე მთანი

642. ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვე დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ ყოლე ვერას ვერ მეჴაფნეს მათ მონანი დამიხოცეს ჯაჭუნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯნა ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს