... (Q-622), XIX ს.

585. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი გარდავხდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა თანა წამომყვა წავედით უტკბოსი მამა ძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა

586. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხუნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

587. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქნა მოყვითანოდ ვარდ გიშერი რომე რგავსო ღ~თნ მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

588. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქუსო რომელი ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამძღარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქუს მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუთხრობელი

589. მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხუდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადირო არ მივსცემდი მამერჩოდეს

590. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასულა მამდომოდა მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

591. ნავითა გამველ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არა მოვჰკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნდეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ჴმა ჩემი არ უდიოდა

592. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა გამამაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძას ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

593. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოქელვა

594. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მამეწეოდეს იქით და აქათ მამიხდეს ერთგნით ვერ მამერეოდეს არ მამწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ხმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

595. მამეჯარნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი დამიჴოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამხვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

596. აწ იგი იქნას რაღაცა ენებოს ღ~თისა წადილსა ვეჭუ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

597. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკენ მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენგან ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომართა გაღანამცა შეგვიძრწუნდა

598. ესეცა უთხარ ამბავინა ჩემი არ გაგეგონების უფრორე წურილად გიამბობ ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღეთ სიკვდილადმდის სიცოცხლენა შენ ჩემი დაგემონების

599. მივედით მისსა ქალაქსანა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნინა ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდესნა ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან კოცნიანნა ხრმალსა და სალტე კოტასა

600. კულავ მოვეწონე ვეტურფენა მე მისი გარდნაკიდარი მივედით ვნახეთ ქალაქინა მისი ტურფა და მდიდარი შემასხემდიან ქებასანა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი ყველასა ტანსა ემოსანა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათ მეომრ ზედა

601. მოსჯობდა ომი შეეძლო ხმარება ცხენ აბჯარისა დავკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ხმდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა იაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

602. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მამეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვკარ და დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

603. კულავ სხვასა მიველ მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქე დავხოცე ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდა უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა