... (Q-622), XIX ს.

547. ასსა უბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არა ვის გავეცხადენით კარავსა შეველიგი ყმა ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა თუცა ხმდა სისხლისა დენით

548. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფეხთა მოვეკიდე თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიძახეს გლოვა მიხვდა საარაკე ცხენსა შევჯე და წაცამოველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

549. ხმა დამივარდა შეიქმნა ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

550. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გასწყდა მოსულა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემ რა სცნიან სცვედიან თავებსა მათსა მრთელასა

551. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

552. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

553. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკუდილსა ცეცხლი სიკუდილთა ალისა მაგრა თვით იცით ხელმწიფე ხამს მქნელი სამართალისა მე ღ~თნ ჩემმან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა

554. იცით ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქუენ მოგხდომია ამსოწყდა მათი ყველაი მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია

555. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არ მართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ მოგხვდების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ჴრმალია

556. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ჰინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა აღმოვფხვრიდე სხვად მეშველსა გარეგანსა მამკალ ვისცა ვინატრიდე

ანბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

557. ესე კაცნი გამეგზავნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი რომე თავი ვერ წავაგე

558. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე ქალი ყვა ერთსა მონასა ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავ გაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

559. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

560. ახლოს მიველ კულაცა ვკითხე რაშიგან ვართ თქვი მართალი კულავ საბრალოდ ამიტირდა კულავ მოედვა ამით ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებევდა სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი

561. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რათმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა შენსა მიავალე

562. მიამბო ოდეს სასიძო მოკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახა მიხმეთო ხმა მაღლად გახმამყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

563. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი არ შეხედვა ვერ დათმიან

564. აწ თავმან ჩემმან მას მოვკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თისა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო მისად პატიჟად მზად ეს ა

565. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უბრძანა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის