ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

394. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შევუცავ სევდათა სისხლისა ღვართა დენასა

395. ჰინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

396. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი

397. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

398. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა ჰინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა

399. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქმენ მეფემან ჩემებრ ჰინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა მამამან მშობელმან

400. მოვიდა კაცი მეფისა იგი დღე ღამე იაროს სარიდან ჰკადრა მეფემან დავედრე წამოიაროს თუ ვინმე ჰყვანდეს მოსარჩლე ვარგულად გაეზიაროს სხვად კიდე ნუ დაიყოვნის ფიცხლად უდგმულოდ იაროს

401. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ჰინდოეთს აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდეს არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

402. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამირბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არ ვჰგავარ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

403. მეფემ უძღვნა მრავალი ოქრო და საჭურჭლენია კვლა სხვაგნით ნიბათ ნობათი თეთრი ქორი კი ცხენია რად მწყალობ ლომო ფარსადან რაცა მაქვ ყველა შნია შენ გმორჩილობენ მნათობნი მათ ვარდი კრიფონ შენ ია

404. ვინადიროთ მხიარულთა მშვილდ ისრითა მოვსრათ ველი ტახტი დადგით მაღრიბული ჩემგან მოსვლად ნურას მელი ჩარყაფების ორხაოთა გააკეთეთ ზოგან ხელი ედემისა მსგავსად ჰკაზმეთ გაახარეთ ჩვენი მზრდელი

405. მუნ მეფესა მოეკაზმეს სახლი ამო სიტურფითა თვალ გოარი მოაფრქვივეს მუშაკსა ჰფენენ სუმბულთა ასრე ტურფად მოუკაზმეს ხელმწიფესა მართებს ვითა მისი ფერი სურნელება ხამს აღიძრას სამოთხისა

406. თუ რა სადა სახელმწიფო შესაქცევი პოვეს სათა შესხდეს თანა წაიტანეს ზოგნი ძებნად არნეს სხვათა მას დღე სროლა მათი იყო შეყრილობა კაცი სპათა მისნი მჭვრეტნი გაეკვირნეს მისთა ეგზომ ქცევა ზმათა

407. დღესა ერთსა ავაზათა შეექცეს და ამოსწყვიდეს მეორესა შავარდნითა და ქორითა ინადირეს მესამესა დღესა შესხდეს ავაზებსა მოასხმიდეს ვინცა ნახეს ქება ჰკადრეს არ აიგდეს არ იკილთეს

408. კვირას ერთსა ინადირეს რაცა პოვეს ჯარი ჰხოცდეს სტუმარი და ხელმწიფენი ისრიან და ამოდ ჰხოცდეს ლაღობითა ნადირობდეს მხეცთა ჰხოცდეს ორმოც ოცდეს ნაძლევითა ავსი სპასა იმათსიგან ამოჰხოცდეს

409. რა გათავდა ნადირობა წამოვიდეს მხიარული ჩამოჰხდეს და ჭამად დასხდეს მეფეს მიაჩს ტახტი სრული კაცის თვალმან რამცა ნახა სხვა მისებრი მოკაზმული აჰა ძმაო მაშინდიდგან მე მაქვს ჩემი გული წყლული

410. გარდიხადეს ნადიმობავით გასმია ხელმწიფესა ილხენდეს და თამაშობდეს შესაფერად ქცევა ზნისა ლალი მრთელი იაგუნდი ფანტვა იყო გვირგვინისა მე სად ღირსვარ მისთა თქმათა მძებნელი ვარ იმა გზისა

411. მეფემ უძღვნა მამაჩემსა უსაზომო საბოძვრითა დიდროანი ტაბაკები სავსე თვალთა გუარითა უბრძანებდა სარდან შვილო მით ამოთა საუბრითა თავსა ხურვენ უცხოს რასემეს მუშაკთა და ამბარითა

412. ლხინობდეს და თამაშოობდეს გამოვიდეს ღამე დღნი ღ~ისა იყო ბრძანებანი საწუთროსა კარის მღენი დაორსულდა დედა ჩემი მოდგედ სრასა ძღვნის მოღენი ღონე მქონდეს არ მინდოდა თქმა ამბავთა ეგრე შენი

413. კრულმც არს ჩემი დაბადება ხელმწიფესა აცნობესა ვაჟი მიხვდა ამილბარსა დედოფალსა შეჰკადრესა ლხინი მოგვცა შემოქმედმან ნუ მოვიწყენთ ეგრე თქვესა ილხენდეს და თამაშობდეს შეჭირვება დაჰკარგესა