ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

375. რას მაქნევდით რა გინდოდა ერთმანერთსა რათა ვჰგვანდით თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით გაგულვანდით აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

376. მოვიხედნე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ხელმწიფობით შემებრალნეს ამად ხელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შევუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასა რასმც ვასახე

377. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

378. აწ ვაშად მოხვე მეამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მზგავსი გმირისა მაგრამ გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა

379. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

380. მოსრულ ვარ შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი რა გნახე შენგან სახმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი ეგე მეც ვიცი მეცა ვარ მაგა ლახვართა მგებნელი ბოლოდ იცოდი სიკვდილი ჩემგან გაყრისა მცებნელი

381. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდის ამის მეტი არა მინდა

382. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრამ წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რათ გენაცვალების

383. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრამ ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად

384. ასმათ უთხრა ლომო ცრემლით მაგა ცეცხლთა არ ეგების მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა რადგან ეგრე არ ეგების ვხედავ ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების ცნას მიზეზი შენთა წყლულთა ქმნას რა ღონე აეგების

385. მეხვეწებოდა ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა ნუ უყოს ღ~თნ გაძლება მემცა ვით მივეც ენასა თუ რას სცნობს ვეჭო ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა არს უკეთესი რაცაღა სწადს განგებასა ზენასა

386. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

387. კაცმან ვით პოვოს ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია კვლა გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ხელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს და ნაბადია

388. მაგრა ღ~თნ მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კვლა ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

389. მას დღესა ლომი ტარიელ შვებითა აივსებოდა ხელითა ხელსა მოზიდვენ ერთმანერთს ეუბნებოდა მათთა შემხედთა მათთანა ლალიცა უმტვერდებოდა ჰგავს თუ მაშრიყი შუქსა ჰფენს მზე მათთვის გაივსებოდა

390. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიანბობ რაღა გინდა წამეკიდოს

391. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირო სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

392. ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

393. მოთქვამს ჰაი ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო