ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

354. ,,გულსა ვარქვი თუ: ,,ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ,,.

355. ,,კაცი მოვიდა მეფისა, – სწადსო, ამბისა სმინება; მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: ,,ქმნაცა სისხლისა დინება; მე ვკადრე: ,,ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება,,.

356. ,,დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: ,,ამის მეტსა ნუ იქ, აბა!,, ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: ,,შაბა, შაბა!,,

357. ,,შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცა მრავალი თვალი, ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

358. ,,ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად; შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

359. ,,მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ,,ქალი ვინმე იკითხავსო, – ,,ინახვისცა ამირბარი?,, ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: ,,საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი,,.

360. ,,ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; ,,შადი,, - ვუთხარ,,,ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად,,; გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა – ქმნათა აუგისა საკრძალველად.

361. ,,კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი-მცა; მითხრა: ,,მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ ა, რამან ღირსმცა!,, გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! ვთქვი: ,,არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა.,,

362. ,,მითხრა: ,,დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა; გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა; მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა; ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, – მაკლია ღვთისა წყალობა.

363. ,,ადგა, მითხრა: ,,თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმევია,,.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარლისადმი მიწერილი პირველი

364. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: ,,ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა; აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა,,.

365. ,,ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია; ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

366. ,,შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

367. ,,მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე! მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე,,.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი

368. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: ,,მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!,,

369. ,,ასმათს ვუთხარ: ,,მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: ,,მზეო,რადგან ჩემთვის ნათლად აღმოხდები აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები; რაცაღაა, სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები,,.

370. ,,ასმათ მითხრა: ,,მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, – ვინცა გნახოს, ჩემგან მისა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს,,.

371. ,,მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.