ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

410. ,,გვერდსა დავისხენ ვეზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: ,,ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით,– არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით; არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

411. ,,ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გვეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა; არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლავ და კვლავცითა,,.

412. ,,მეკეთა ესე თათბირი, ვეზირთა ნავეზირები, შევთვალე: ,,რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები, ,,სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები, ,,ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები,,.

413. ,,მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი, თანა წამომყვეს, წაცაველ, დავყარენ სპანი ყველანი; დავვედრე: ,,სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ,,ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი,,

414. ,,სამ-დღე ვიარე, მემთხვივა, სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: ,,მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა,,.

415. ,,კვლავცა ეთქვა: ,,მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი,,. მოვახსენე: ,,დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი,,.

416. ,,მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. ,,შენსა ნახვასა მეფენი,,, – სთქვეს – მართლად ინატრიდესა,,.

417. ,,მითხრეს: ,,მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, ,,სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები,,. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე; ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

418. ,,კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: ,,დიდი მაძსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების.

419. ,,მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; ,,მკვდარი მიმძიმ საჰნახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ,,ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

420. ,,რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ,,ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ, ,,კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ; ,,აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

421. ,,მეფე ცოტად მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან, მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან,,.

422. ,,მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: ,,რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია; თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია,,.

423. ,,არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია, – რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია, მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცნი, გზა თუცა შორია, ,,შევთვალე: ,,ფიცხლად წამოდით, მოჰგრაგნეთ მთა და გორია,,.

424. ,,მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე; რამაზს ჰკადრეთ: ,,მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე!,, ნახევარ-დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე!

425. ,,ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი თუ: ,,მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბია ხე,,; მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

426. ,,ვთქვი თუ: ,,ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, ,,მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან; ,,ვინცა მოჰკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას ჰრბიან! აწ შეველბნეთ ხატაველთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!,,

427. ,,ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; ,,რაზმი დავაწყევ, მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

428. ,,მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; ,,კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა თუ: ,,ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, ,,აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა,,.

429. ,,შევთვალე თუ: ,,მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია, თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია; ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცად ხელი ხრმალსა დამიგია,,.