ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

256. ,,ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: იგი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

257. ,,ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შეველხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო,,.

258. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება; ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ჰნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ჰქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

259. ქალმან უთხრა: ,,ყმაო,ღმერთმან, მოგცა, ჟამად რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა,,.

260. ავთანდილ ქალმან დაჰმალა ქვაბს დამალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ჰშვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

261. ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდ-ხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჰხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

262. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები; მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხვის ტყავისა ნატები; მას ზედა დასჯდა იგი ყმა, სულ-თქვამს ჭირ-მონამატები, – სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

263. მან ქალმან ხელ-ჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა; ერთი ახლიჩა, – ქმნაა საქმისა ძნელისა – ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

264. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, შეჰკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი; ცალ-კერძ ჰზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

265. ,,რად დაბრუნდი, მოახსენა, ,,მითხარ, რაცა წაგეკიდა!,, მან უბრძანა: ,,მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკიდა.

266. ,,სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვთქვი: ნუ-თუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე,,.

267. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: ,,მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

268. ,,ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია!,,

269. უბრძანა: ,,დაო, ეგეა მზგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

270. ,,ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაჰბადა, სიახლე და საუბარი თუცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა,,.

271. ქალმან ჰკადრა: ,,არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯდია; რადგან, ღმერთსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია,,.

272. ყმამან უთხრა: ,,რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე; კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე? ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! გაღანამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე,,.

273. ქალმან კვლავ ჰკადრა: ,,გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გიახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, – ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა,,.

274. მან უბრძანა: ,,თუ მიჩვენებ, ვჰნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ! არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ,,.

275. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; არ ეწყინაო, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად; ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ჰნახა ტარიელ, სთქვა მზისა დასაგვანებლად.