... (Q-797), XIX ს.

283. ესე ღ~თსა მისაგვრელად, მისად ჩვენთვის მოუცდია჻ მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია჻ თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია჻ პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია჻

284. მივამოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით჻ დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მზესა წინ მოვეკიდენით჻ არცარა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ, არცა თუ წავეკიდენით჻ იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით჻

285. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, კვლავ ადრე თქვენი მხლებელი჻ აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი჻ მან გამამიშვა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი჻ თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედა მსწრებელი჻

286. მათ კაცთა დიდად იამა, ესე ამბავი მონისა჻ მე გავიგონე შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა჻ მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა჻ ცოტაი ლხენა მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა჻

287. მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა჻ ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა჻ მან იგივე კვლავ მიამბო, რაცა მუნით მამესმინა჻ ამ ამბავმან განმაცოცხლა, სულ მობრძავი დამარჩინა჻

288. მე ორნი შავნი მონანი, მყვანან სავსენი გრძნებითა჻ უჩინოდ მივლენ წამოვლენ, მათითა ჴელოვნებითა჻ მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი თუ ნუ დასდგებითა჻ მაცნობეთ მისი ამბავი, თქვენითა მოქმედებითა჻

289. სამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა჻ მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა჻ ვერვის შეუდგმან საჭურეტად, თვალნი მართ ვითა მზისადა჻ ქვე დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა჻

290. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია჻ ჯერ ქორწილოთ არა მცალს, აწ გული ცეცხლ ნადებია჻ შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია჻ ციხეს დაუსვამს ხადუმი, ერთაი უახლებია჻

291. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა, მას თანა წაუტანია჻ მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია჻ ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია჻ დაეყოვნების წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია჻

292. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია჻ ქალაქსა შიგან მაგარნი, კლდე მაღალი და გრძელია჻ მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია჻ მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია჻

293. გვირაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირ ნასები჻ ათი ათასი ჭაბუკი, დგას ყველა კაი ხასები჻ ქალაქის კართა სამთავე, სამათას სამათასები჻ გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები჻

294. ესე ამბავი ავთანდილ, პირ მზემან მაგარ ვადამან჻ რა მოისმინა იამა, სხვად არა გააცხადა მან჻ შესწირა ღ~თსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან჻ ამბავი ჩემი სალხინო, მითხარო ვისმანღა დამან჻

295. ფატმანს უთხრა საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად჻ მე ამბავი სანატრელი, მამასმინე არ პირბნელად჻ მაგრა საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად჻ ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად჻

296. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა჻ მაგრა ქაჯნი უხორცონი, რას აქნევენ მიკვირს ქალსა჻ ფატმან უთხრა მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა჻ არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობია კლდესა სალსა჻

297. ქაჯნი სახელად მით ქვიან, არიან ერთად კრებულნი჻ კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედან გახელოვნებულნი჻ ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი ვერვისგან ვნებულნი჻ მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი჻

298. იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ჻ ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ჻ ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ჻ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ჻

299. ამისთვის ქაჯად უხმობენ, გარეშემონი ყველანი჻ თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ჴორციელანი჻ ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი჻ დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი჻

300. გულითა ღ~თსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი჻ თქვა ღ~თო გმადლობ რომელი, ჴარ ჭირთა მამალხენელი჻ ყოფილი მყოფი უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი჻ წყალობა თქვენი იჩქითად, არს ჩვენი გარმომფენელი჻

301. მის ამბისა ცნობისათვის, ცრემლით ღ~თსა ადიდებდა჻ ფატმან ეჭუდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა჻ ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა჻ ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა჻

302. მას ღამით ფატმან იამა, ავთანდილთანა წოლითა჻ ყმა უნდო გვარად ეხვევის, ყელსა ყელითა ბროლითა჻ ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა჻ გული ხელ ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა჻