... (Q-797), XIX ს.

244. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა჻ თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაყოფთ ხანასა჻ ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა჻ მე გამაპარეთ გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა჻

245. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი჻ მოიხადა გვირგვინიცა, გამჭვირვალი ერთობ ლალი჻ მისცა უთხრა გამომიღეთ, გეაჯები გულ მხურვალი჻ მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა, მიავალეთ თქვენი ვალი჻

246. მონათა მიხუდა სიხარბე, მის საჭურჭლისა მძიმისა჻ დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა჻ გამოპარება დაასკვნეს, მის უებროსა პირისა჻ ნახე თუ ოქრო რასა იქს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა჻

247. რა ოქრო მისთა მოყვასთა, აროდეს მისცემს ლხენასა჻ დღე სიკვდილამდის სიხარბე, შეაქნევს კბილთა ღრჭენასა჻ შესდის და გაზდის აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა჻ კულავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა჻

248. რა ხადუმთა აუსრულეს, საქმე მისი საწადელი჻ ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი჻ სხვანი კარი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი჻ დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული ჩაუნთქმელი჻

249. მონანიცა გარდეხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა჻ ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა჻ გავე ვიცან მოვეხვივე, გამიკვირდა მეცა განა჻ შინა ყოლა არ შამომყვა, რად მაწვეო შემანანა჻

250. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა჻ მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა჻ ვეღარ დამმალავ გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა჻ სანამდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს რბენითა჻

251. შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი჻ შეუკაზმე ზედა შევსვი, მხიარული არა მოკვნესი჻ ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი჻ წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი჻

252. დღე მიიყარა ჴმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი჻ მოიცვეს შინა ქალაქი, შეიქნა მოსაწევარი჻ მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი჻ მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი჻

253. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი჻ მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი჻ დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი჻ მზე მოგვეშორა მას აქათ, ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი჻

254. მის მთვარისა სადაობა, კულა გიამბო საქმე კულაცი჻ აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადა ისი კაცი჻ მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი჻ კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი჻

255. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი჻ ისი კაცი ჩაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი჻ ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი჻ ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახვრიტა ერთი თასი჻

256. ესე ამბავი მასთანა, ვთქვი დიაცურად ხელურად჻ ჩემსავე მოსლვა მის მზისა, და გაპარება მელურად჻ გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყვარულად მტერულად჻ აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე სრულად჻

257. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავის წინა჻ ოდეს მეხმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა჻ მოსრულ იყო მოსვლა ეთქვა, შენცა მოხველ შემეშინა჻ ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა჻

258. აღარ დაბრუნდით მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით჻ შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით჻ ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით჻ იმას გლახ ჩემი სიკვდილი, გულითა სწადდა არ ენით჻

259. თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს მითა჻ შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა჻ მეფე მწყრალი გარდასწმენდდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა჻ შვილთა ღ~თო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა჻

260. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა჻ რომელმან დამხსენ მშვიდობით, ამა გველისა მზერასა჻ აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა჻ აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა჻

261. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია჻ მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგანც უფრო მტერია჻ არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია჻ ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია჻

262. იგივე მითხარ მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს჻ რაღაცა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს჻ კვლავ იტყვის ფატმან ტირილით, კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს჻ წახდესო შუქი რომელი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს჻

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა჻