... (Q-797), XIX ს.

263. ვაი საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე჻ შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე჻ პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე჻ მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სადარე჻

264. ფატმან იტყვის მამეშორა, მზე მნათობი სრულად ჴმელთა჻ სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა჻ მას უკანით გაუწყვეტლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა჻ ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა჻

265. სახლი და შვილნი მამძულდა, ვჯდი უგულოსა გულითა჻ მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა჻ უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა჻ ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა჻

266. დღესა ერთსა საღამო, ჟამ ჩასლვა იყო ოდენ მზისა჻ წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა჻ ვიგონებდი სევდა მკვლიდა, მისისავე გონებისა჻ ვთქვი კრულია ზენაარი, ყოვლისამცა მამაცისა჻

267. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა჻ მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა჻ სასმელ საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა჻ სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა჻

268. მე უყურებდი უჭვრეტდი, თქვეს ამოდ გავიხარენით჻ მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი, უცხონი შევიყარენით჻ არცა რა ვიცით ვინ ვინა, ანუ სით მოვიარენით჻ ჴამს ერთმანერთსა ამბავი, ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით჻

269. მათ სხვათა მათი ამბავი, თქვეს ვითა მგზავრთა წესია჻ მონამან უთხრა ჱე ძმანო, განგება რამე ზესია჻ მე მარგალიტსა მოგიმკი, თქუენ ქურიმა დაგითესია჻ ჩემი ამბავი ამბავთა, თქვენთაგან უკეთესია჻

270. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა჻ მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამჴობლისა჻ მოგვიკვდა შემწე ქვრივისა,შემწყნარებელი ობლისა჻ აწ შვილთა მისთა და მისი, ზრდის უმჯობესად მშობლისა჻

271. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა ლოდია჻ ვისცა არ დაკოდს ყმა მისი, ვერავის დაუკოდია჻ მას უსხენ წურილნი ძმის წულნი, როსან და ერთი როდია჻ აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ, ქვე ზის მორჭმული წოდია჻

272. გვესმა ამბავი ზღვათ იქით, სიკუდილი დისა მათისა჻ შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქნა ხალვათისა჻ ვითა ვკადროთო დავსება, პირისა ხმელთა მნათისა჻ როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა჻

273. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები჻ მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები჻ შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები჻ მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავყვები჻

274. გვითხრა მისთა ჴელისათა, წავალ თანა წამომყევით჻ წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით჻ დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით჻ დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით჻

275. მინდორ მინდორ მოვდიოდით, ჩვენ ღამესა დია ბნელსა჻ დიდი რამე სინათლენი, გამოგვიჩნდეს შუა ველსა჻ ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით, ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა჻ დაბნეული მივეცენით, გონებასა ჩვენსა მსჯელსა჻

276. ზოგთა თქვეს არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო჻ მას დარაზმულთა მივმართე, ახლოსცა ვნახეთ ბარეო჻ შორს მოუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო჻ მით ნათლიდაღმე გამოხდა, ხმა ჩვენი მოუბარეო჻

277. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო, თქვენ სახელნი თქვენი თქვენით჻ გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით჻ ესე გვესმა მოვადეგით, ალყა გარე მოვერტყენით჻ პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ თვალით ჩვენით჻

278. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მოელვარებსა჻ მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა჻ ძვირ ძვირად გვეუბნებოდა, სიტყვასა რასმე წყნარებსა჻ კბილთაგან შუქი შეადგა, ზედან გიშრისა სარებსა჻

279. კულავ ვეუბენით მას მზესა, ტკბილ მოუბრითა ენითა჻ არ მონა იყო ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა჻ როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა჻ აღარ გაუშვით დაჭირვა, ვკადრეთ ხელითა ჩვენითა჻

280. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი, საქმე შენ მზეებრ ნათელისა჻ ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ, მანათობელი ბნელისა჻ მან არა გვითხრა გაუშვა, წყარო ცრემლისა ცხელისა჻ რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გველისა჻

281. არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი჻ არა არ გვითხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი჻ ქუშ ქუშათ გვეუბნებოდა, კუშტი თავისა მკრძალავი჻ ვითა ასპიტი მჭვრეტელთა, მისთა თვალითა მლალავი჻

282. როშაქ ეუბნა ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია჻ იმისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია჻ ბედი მეფისა ჩვენისა, ასთაგან სანატრელია჻ მით რომე ღ~თი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია჻