... (Q-797), XIX ს.

303. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს, დენად სისხლ ნართავისად჻ შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავისად჻ იტყუის თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდი ავისად჻ უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი, ბულბული მგზავსად ყვავისად჻

304. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი, ქვათაცა დასალბონია჻ გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია჻ ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია჻ თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია჻

305. გათენდა ბანად წავიდა, მზე სოფელს შუქ ნაკიდები჻ დიაცმან უძღვნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები჻ მრავალი ფერი სულნელი, ტურფა პერანგი წმიდები჻ რაცა გწადდესო ჩაიცვი, მე ნურას მერიდები჻

306. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა჻ სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა჻ მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მხნესა჻ მოემატა დაშვენება, დაემგზავსა ლომი მზესა჻

307. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწვეველად჻ ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად არ პირ ბნელად჻ ფატმან ნახა გაუკვირდა, ვაჭრულისა უმოსელად჻ შემოსცინნა აგრე სჯობსო, შენთვის ხელთა სასურველად჻

308. ფატმან მისსა შვენებასა, მეტის მეტად ჰკვირდებოდა჻ მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა჻ შეეტყვების არ მიცნობსო, რა რეგვნად და რაგვარ ჰჴმობდა჻ თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა჻

309. პური ჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა჻ ღვინო სმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა჻ საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა჻ ფატმან უხმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა჻

310. ფატმან მივიდა ავთანდილს, ჴმა ესმა მისგან ოხისა჻ იტყოდა მამკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მო ხისა჻ გვერცა დაისვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა჻ ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა჻

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

311. ფატმან სწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო჻ შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწველო ამაზრზენაო჻ სიტყვა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზ ენაო჻ ბროლო და ლალო ორივე, კულავ ერთგან შენათხზენაო჻

312. თუცა თუ შენი ამბავი, შენ არა მომასმენიე჻ მე ეგრეცა ვსცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე჻ შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს, ამბითა მოალხენიე჻ ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს შენ იე჻

313. მოსულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული჻ ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული჻ სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული჻ შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული჻

314. ჩვენ ამისთვის ესე მონა, გამოვგზავნეთ თქვენსა წინა჻ ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა჻ მანდაურთა მეომართა, ანგარიში წურილად გვინა჻ ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა჻

315. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე჻ მერმე შენსა საყვარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე჻ შენი ყველა აქამდისი, ჭირი ლხინსა გაათავნე჻ ღ~თსა უნდეს მოყვარენი, შესაფერნი შეგაზავნე჻

316. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები჻ დაგნატრი მიხვალ დაგხუდების, ბროლი სათი და ლალები჻ ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები჻ შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები჻

317. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ხელოვანსა჻ ესე წიგნი მიართვიო, ქალსა მზისა დასაგვანსა჻ მან გრძეულმან მოლი, რამე წამოისხა ზედა ტანსა჻ მასვე წამსა გარდაიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა჻

318. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ ფიცხელისა჻ რა ქაჯეთს შეჰჴდა ქმნილ იყო, ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა჻ უჩინლად შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცველისა჻ მას მზესა კადრა სალამი, მისისა სასურველისა჻

319. ციხისა კარნი დახშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი჻ შევიდა ზანგი პირ შავი, თმა გრძელი ტან ნაბდიანი჻ იგი მზე დაკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი჻ შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი჻

320. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები჻ მე ვარ მონა ფატმანისა,თქვენს წინაშე ნამგზავრები჻ ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები჻ მზისა შუქნი მოიცადე, ვარდო ადრე ნუ დასჭნები჻

321. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს, ამისითავე სწორითა჻ მას მკუდარსა ვნახავ მოვკუდები, მე სიკუდილითა ორითა჻ ვერას ვინ მარგებს დასტურად, ვიცი არ რამე ჭორითა჻ არ დაგმორჩილდეს დამქოლე, შავისა ქვისა ყორითა჻