... (Q-797), XIX ს.

204. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ჻ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ჻ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ჻ მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ, ივაჭრონ რა ანუ ყიდიონ჻

205. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინმცა ვით ვინ ეგებიან჻ მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხდებიან჻ მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან჻ დღისით ვერ ნათობს სანთელი, და ღამით შუქნი კრთებიან჻

206. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა჻ დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა჻ ავთანდილის ჭვრეტად, სპანი იქი აქათ იქმან ჯრასა჻ თქვეს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია რაგვარ რასა჻

207. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი, ვიცი ამბისა თხრობასა჻ გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინადგან ლამი ცნობასა჻ ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა჻ იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა჻

208. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით჻ დიდი სპასპეტი სახელად, მიხმობენ ავთანდილობით჻ ძე დიდებულთა დიდ გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით჻ საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით჻

209. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა჻ მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა჻ გაგვიკვირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა჻ ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა჻

210. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და სწყრებოდა჻ მან უჭირველად დახოცა, ომი არ მისჭირდებოდა჻ ზოგსა მხარ თეძო დალეწა, და ზოგთა სული ხდებოდა჻ მუნღა სცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა჻

211. მათ სპათაგან ვერ შეპყრობა, ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა჻ თვით შესხდეს და შეუტივეს, ამაყთა და არას მკრთალთა჻ რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაკრთა მათთა ხრმალთა჻ ცხენთა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა჻

212. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა჻ მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა჻ მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არ დასტურობა჻ გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა჻

213. იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი჻ მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი჻ ვჰპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი჻ შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი჻

214. ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია჻ მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია჻ მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ არ ახლებია჻ ვაი მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია჻

215. ქალი მარტო ქვაბსა შინა, ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი჻ ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი჻ მიართმევს და აგრე არჩენს, იგი ერდგან ვერ დამდგომი჻ მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი჻

216. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა჻ მითხრა ამბავი მისი,და მისისა სასურველისა჻ რა ჭირნი დასთმნა ვერ, იტყვის აწ ენა ესე ხელისა჻ ჰკლავს სურვილი და ვერ, ნახვა მისისა სასურველისა჻

217. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების჻ მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდახდების჻ არას ნახავს პირ მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების჻ ვაი მე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთვის კუდების჻

218. მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეხლითა მისითა჻ შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა჻ მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ხმელითა჻ შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა჻

219. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა჻ დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა჻ გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა჻ აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა჻

220. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა჻ აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა჻ გამომირჩივე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა჻ მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა჻

221. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა჻ ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა჻ გულ ამოსკვნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა჻ მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა჻

222. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ჴმა ტირილისა დიდისა჻ ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა ქედისა჻ ფრიდონ ტირს მოთქვამს ჴმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა჻ უხანობა და სიცრვე, ვაი საწუთროსა ფლიდისა჻

223. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერ საქებო ვერ სათქმელო჻ ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამხმელო჻ მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო჻ ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო჻