... (Q-797), XIX ს.

418. აბჯრითა გავლა არად მჩანს, ჭირად გატანა ფარისა჻ შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მზგავსად ქარისა჻ ლაშქართა დავხოც გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა჻ თქვენცა მუნ მოდით სადაცა, გესმას ზრიალი ზარისა჻

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა჻

419. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან჻ ლომთა მკლავთაგან იმედი, გაქვ არა წყლულნი გტკივიან჻ სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან჻ მაგრა თუ გესმის გუშაგნი, რა ახლო ახლო ყივიან჻

420. რა გახვიოდე გუშაგთა, ესმას აბჯრისა ჩხერება჻ გიგრძნობენ თოკსა მოკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება჻ წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება჻ ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქნათ თავის ტერება჻

421. სჯობს დადეგით დამალულნი, თქვენ ადგილსა იდუმალსა჻ ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა჻ სავაჭროდა შევეკაზმი, ვიქ საქმესა მე მუხთალსა჻ ერთსა ჯორსა გარდავკიდებ, მუზარადსა ჯაჭუსა ხრმალსა჻

422. სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან არს სათუები჻ მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები჻ მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები გავეცრუები჻ ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები჻

423. შიგნითა მცველთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისა჻ თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მზგავსად გმირისა჻ კლიტეთა დავლეწ გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა჻ თუ რა სხვა გვიჯბს თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისა჻

[..........] სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება჻

424. [................] თქვენი ვსცან, გმირთა მეტი გმირობა჻ [............. ]თქვენივე, გავს თათბირობა პირობა჻ [.................] ფიცხელი, არ ცუდი ხმალთა ღირობა჻ [........] მაშინ თქუენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა჻

425. მაგრა იყვენით ჩემთვისცა, საქმისა რასმე რჩევითა჻ ჴმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა჻ თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა჻ ესე მე დამსურის ნუ უბნობთ, სიტყვითა თქვენ სათნევითა჻

426. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქნათ ჩვენი მონახსენები჻ გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები჻ სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები჻ მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები჻

427. ფიცხლავ შევებნეთ შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა჻ სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა჻ მან ერთმან შიგნით შიგანი, მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა჻ ხელი კვლავ ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა჻

428. ფრიდონ უთხრა შემიგია, გამიგია ვიცი მე რა჻ მაგა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კართა ვერა჻ ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა჻ თვარა ყოლა არ გვიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა჻

429. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს, საუბართა ესოდენთა჻ ამა ზედან გაიცინნეს, მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა჻ ერთმანეთსა ალაღობნეს, ლაღობათა მათთა ფერთა჻ გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა჻

430. კულავ ერთმანერთსა მიუგეს, სიტყვები არ პირ მკვახები჻ დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები჻ გაიყვეს კაცი ას ასი, ყუელაი გმირთა სახები჻ ცხენებსა შესხდეს დაიღეს, მათ მათი ჩაბალახები჻

431. იგი ჭაბუკნი შუქითა, ვნახენ მზისაცა მეტითა჻ მათ სამთა შვიდნი მნათობნი, ჰფარვენ ნათლისა სვეტითა჻ ტარიელ შავსა ზედან ზის, ტანითა მით წერწეტითა჻ დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა჻

432. ჩემი აწ ესე ნათქვამი, მათი სახე და დარია჻ რა ზედა წვიმდეს ღრუბელი, და მთათა აღტყდეს ღვარია჻ მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია჻ მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია჻

433. თუცა ფრიდონ და ავთანდილ, სიკეთე მიუწდომნია჻ მაგრა ტარიას შემბმელნი, არვისგან მოსანდომნია჻ მზე მნათობთაცა დაფარავს, არცაღა ნათლად ხმონია჻ აწ იყურებდით მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია჻

434. სამთავე სამად გაიყუეს, თვითომან თვითო კარები჻ თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები჻ მას ღამით უქნეს სადარნო, უცრუო ანაჩქარები჻ გათენდა გაჩნდეს მიმართეს, თავის თავ ქონდა ფარები჻

435. პირველ ამოდ მიდიოდეს, მგზავრთა რათმე მაგიერად჻ მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ ხმიერად჻ გულსა შიში არა ქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად჻ მიდგეს გარე მუზარადი, დაიხურნეს ჟამიერად჻