ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

233. დასხდეს მეფე და ვაზირი არჩევენ სათათბიროსა მეფე ბრძანებდა სიტყვასა გულ მდუღრად ასატიროსა ვაზირო ჰგვანდა ძე ჩემი ბროლ ლალსა გასაჭვიროსა ვით მეტყვი სისხლი გაუშვი მაგ ძნელსა სავაზიროისა

234. ვეზირი ჰკადრებს მეფეო თქვენ უმართლე ხართ მას დია მაგრა ჰყავს ტყვედ დარჩენილი ვინცა მესისხლე ცხადია არ გაგიშვებენ ცოცხალსა უფიცავს მას მაჰმადია თუ გარდაუშვებ გამართლებს ვინ ღმერთისა დანაბადია

235. მეფემან ბრძანა ადვილად ნუ მეუბნები ვაზირო თუ დავივიწყო ძე ჩემი მმართებს რომ გული ვატირო ანუ გავიჭრა მონდორად და თავი გავინადირო მიჯობს რომ მოვკვდე და ჩემი დარჩომა არ დავაპირო

236. ვეზირმან კადრა მეფეო ისმინე სიტყვა ასები აქამდი ჩემი კადრება არ გაგეგონა ნასები ტარიელს თქვენთა სისხლთაგან სწადს სავსე შესვას თასები თქვენად საკლავად მოუსხამს უცხო სპა ბევრ ათასები

237. სისხლი გაუშვა ხვარაზმშა მტკიცე ქნეს მოზავებული შეჰფიცეს ყოვლი სიმტკიცე წინასწარ მოსწავებული კარგ ვაზირობით არა ჩანს თარასგან დაშავებული ხვარაზმშა დადგა წავიდა ტარიელ გამარჯვებული

238. მივა ტარიელ მოყვსითა ფრიდონ და ავთანდილითა გამარჯვებული ნადირობს საბინდოთა და დილითა იტყვის თუ ვერ გარდავიხდი მე ვალსა თქვენ სადილითა თქვენ დამარჩინეთ თუ არ მკვდრად ვიწევ ხვარაზმშას ჩრდილითა

239. წამოვიდნენ მხიარულნი ნადირობით თამაშობით მტერთა ზედა მოქცეოდეს მათგან იყვნეს უშიშრობით მათ მოემწყო ხვარაზმელი არ დაეგდო შამუშობით ერთმანერთსა აქებდიან მხიარულნი არ ქუშობით

240. მოვიდეს მოქალაქენი გამოეგებნეს ზარითა მუტრიბთა ხმანი ისმოდეს ბარბითთა შენაზარითა ნესტან დარეჯან დაშვენდა ელვითა მით მწყაზარითა მას სიხარულსა ვერ დავწერ ხელითა ვერცა აზრითა

241. რად ვაგრძელებდე მუნ დაყვნა მრავალნი დღენი ამონი მერმე გაუშვნა სავსენი მნათობნი დაუღამონი წავლენ ფრიდონ და ავთანდილ ტკბილნი გამომსალამონი დადგა ტარიელ თუც ცრემლი სდის ხმელთა დასალამონი

242. აავსნა მისაცემლითა ოქსინოთა და შარდითა სტავრითა საკრამანგითა მძიმითა სადუქარდითა წავლენ ფრიდონ და ავთანდილ პირითა მინა ვარდითა გავლენ ზღვასა და მიდიან საროთა განაზარდითა

243. მივიდეს მათი ქვეყანა მათ დახვდა ამოდ ნებითა მოეგებნიან სძღნობდიან წესითა და რიგებითა თინათინს პირსა სინათლე ემატა დაშვენებთა მულღაზანზარი შეიქნა მეტითა აშენებითა

244. ეს ანმბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად ესე სიტყვა მოახსენეს ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად მიბრძანა თუ ლექსად თქვიო მჭევრ ქართულად დაუშრობლად

245. ერთმანერთისა მეშველად მებრძოლი იმაჯანიან ორთავე მტერი მოყვარედ მათ წინა მოიყვანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები უაკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულთა აგულვანიან

246. ყოვლთ ღმერთი სწორად წყალობს ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმელნი დააშინნეს კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთათ სძოვდეს

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი

247. აჰა მოგესმნეს სოფლისა საქმენი თავით ქვენამდი მოგვიგონენით ყოფადნო პირველ ყოფილნი თქვენამდი რა გესმნეს ძნელნი ანდერძნი ღაწვთა ტირილით ქვე ნამდი ყურად იხვენით რაცა ვთქვა მე სულთა აღმოფრთქვენამდი

248. გხადი ყოველნო სულ დგმულნო ხვეწნით და მე თაყვანებით ხილვად აწ ჩემთა საქმეთა თქვენ აქა მონაყვანებით სული განეყვის ხორცთაგან მძლავრებით არ წაყვანებით მეწყალვის ვხედავ გლახ მისი მოგლა და მონაყვანებით

249. ჟამ ერთ გაუშვით ყოველი სოფლისა უბან დაბანი უგულებელს ყავთ ზრუნვანი სახლი და ვანი და ბანი მოიმკვეთანი გაჭრანი სიცილი მღერა და ბანი ისმინეთ ჩემნი ანდერძნი ცუდია დაფ დაბდაბანი

250. შემომერტყენით მიდამო მოსხედით მომეკარენით ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა სარკმლით და მომეკარენით ნესტან დარეჯან მკოცნიდი ბაგით და მომეკარ ენით ჯვარს ვაცმევინებ სოფელსა ურია მამეკარენით

251. გულისხმა ყვენით აღმოვსთქვამ მე თქვენსა შესაძინელსა დასაუნჯებსა სულთასა არ კარგვით არ საძინელსა მღვიძრად ყოფასა სწავლასა არ რულსა არ საძინელსა ცრემლთა ადენდით ცხელებთა არ ყინვით ცივ საძინელსა