ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

272. ესე მისმინეთ ყოველთა დიდმან მცირემან მონამან თვით არ გეწიოს რაც ავი სთქვა სხვათა დანაგმონამან დარეჯანს ესმა ანდერძი სრულყპ არ დანაბრკონამან არე ვარდისა მელნის ტბამ აღელდა მორწყო მონამან

273. ანდერძი სრულად გულსა არ ჰქონდა დანარჩომი თვით არ შესწონს რაც ავი სთქვა სხვათა დანაგმობი დარეჯანს ესმა ანდერძი სულ ჰყო მისგან დანალბობი ვარდისა მელნითა ღებვიდა მორწყო ველი დანალბობი

274. გვანდა დაბნელდა ნათელი სოფლო მისთვის მტეროდა ნესტან დარეჯან მოსთქვემდა სისხლის ცრემლითა ტიროდა ვნახე და დავკრთი სოფელსა და თავნი სხვაგნით ვარენი ვთქვი თუ მივენდო ღმერთსა და ბრალინმცა აღუარენი

275. მტირალთა პირ დახოკილთა მხართა იტვირთეს აიღეს იგ უსახონი მიჯნურნი თაბუთისაკენ წაიღეს იარაღიცა ტურფანი მათნი მათთანა გაიღეს ცისა მნატობნი ტიროდეს სული აროდეს დაიღეს

276. მდუღარად ტიროდეს შვილნიცა მათნი ძენი და ქალნია მოსთქმიდეს მზენო სოფელმან ვითარ მოგხადნა ყალანი ოხრად უთქვენოდ ყოველნი ცეხე ქალაქი ყალანი დაგვწვენ ცეცხლისა გვერდების უწყალოდ ჩვენ აქ ალანი

277. ძე მამას მწარედ მოსთქმიდა ცრემლი სდიოდა სალამე ვა გაგეყარე გმირო და დათხოვით მოგესალამე თავს დაილეწა კაპარჭი გული კლდე მაქვსო სალა მე ვა ჯავრნი შენნი სოფელნო მაჭამე კვლავ სამსალა მე

278. მაღორებლსა მუხთლსა სოფლისა წესი ბარესა ყოვლთა მოაწევს ბოლოდ ჟამ ტკივილსა სალმობარესა იგი სოფლისა ჯავარნი საფლავთა მიაბარესა ზედ მიწა გადააყარეს მინიჩბეს მიაბარესა

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა

279. რადგან სწორად გარდახდების ავი ანუ ჯარგი ვინა მაშ წამი ერთ რა ვის გავა გარეთ იყოს თუნდა შინა აქათ ბარგსა რასა ვზიდავთ აწვე წასვლა სხვაგან გვინა საკაცე და თუნდა ტახტი სწორიაო ბრძენთა წინა

280. ამა ჩემსა გაზრახულსა იკითხიდეს ანუ წერდეს ფუ მას კაცსა რომელიცა სოფლისაგან არ შესჯერდეს ტარიელ და ცოლი მისი სიბერითა გაუშვებდეს დაყვნეს წელნი ოთხმეოცნი დაბრმეს დაღრკეს დაცაბერდეს

281. ღმერთმან მისცნა ესე შვილად საჭვრეტელად შვენიერნი ერთი ყმა და ერთი ქალი მართ მათნივე შესაფერნი ელვანი და შვენებანი მათგან ჰქონდეს მათ მიერნი მსგავსნი მსგავსსა წარმოშობენ ციერნი და მიწიერნი

282. დღენი მათნი წაიარეს დაბერდეს და დაუძლურდეს ტარიელის ლომნი მკლავნი მეტად გაუუსუსურდეს ბედისაგან მადრიელნი სოფელსავე მოემდურეს სოფლისაგან გაბჭობათა ბრძენთა წიგნი დადასტურეს

283. სოფელს მყოფსა ყველაკასა ესე არვის არ ასცილ დეს მათ სოფლისა შვენებათა წყალ ჯავარი გაუწბილდეს მიჯნურობა გაუსუსტდა გონებანი გაულბილდეს სიყვარული გააცივეს ერთმანერთსა უკუგრილდეს

284. სოფელს მყოფსა ყველაკასა ესე არვის არ ასცილ დეს მათ სოფლისა შვენებათა წყალ ჯავარი გაუწბილდეს მიჯნურობა გაუსუსტდა გონებანი გაულბილდეს სიყვარული გააცივეს ერთმანერთსა უკუგრილდეს

285. ტარიელ და ცოლმან მისმან ტახტოსნობა მოიწყინეს მეფედ დასხნეს შვილნი მათნი ნაცვლად მათად დაადგინეს ერთსა წელსა დაიხოცნეს მიწვეს მიწად მიიძინეს მზესა ლომი არ გაჰყარეს მასვე თანა დააწვინეს

ანდერძი ავთანდილისა რომელი თქვა ჟამსა სიკვდილისა მისისა

286. ისმინეთ ძენო კაცთანო ანდერძი ავთანდილისა ვიტყვი მსგავსია სოფელი ეს მუხანათი ჩრდილიდა სწორია ჟამი მწუხრისა კრულთანა ავთან დილისა ადრე დალპების გაცვდების ვით ქსელი ნაქვს მანდილისა

287. რა მიეახლა სიკვდილად დაუწყო ხდამა სულითა ხელთა იხრიდა კრთებოსა სიტყვითა დამასულითა თქვა ვეღარ მიხსნა ძმამან და ვერცაღა დამა სულითა მუნ შემიწყნაროს რომელმან მიწა ადამა სულითა

288. რაზომც გამეფდა ცად ვინ თქვა კაცი შთამოსრულ ან ასულ ცუდია აქა დიდობა ვარდი აწ მეც ვჩან დანასულ უხვაიშნოა ესე დღე ძე რაღას მარგებს ან ასულ მიწა მიიქცეს მიწადვე ხორცი მოკვდების განა სულ

289. სიჭაბუკისა ყვავილი დაჭნა ჩანს ავად ვარდია პირველ მტერთ ზედა სიმაღლით ვსჩნდი ორბებრ მონა ვარდია აწ წაველ მგზავსი გმირსა და ფერად მინა ვარდია თანა წამამყევ თინათინ ჩემს უკან ნუ დავარდია