ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

290. იგიმცა კაცი კრულია ვინცა მიენდოს სოფელსა მოლ იზღარსა და მუხთალსა სიცილით ჰკოცნის სოფელსა პირველ სიცოცხლის მქადესა ბოლოდ უარის მყოფელსა მუნ დამკარგავსა კაცთასა აქაც ხან დაუყოფელსა

291. შეიწყალენით ნაარსნო მცნებას გასწავებ არ ავსა ნუ მოჰყოლიხართ სოფელსა ნიავსა ქარსა არავსა მუნ იუნჯებით სად ღმერთი დასდგამს სიმართლის კარავსა სადა ვერ უკბენს მღილი და ძალ უც პარვა მპარავსა

292. მიჯნურობისა სახმილმან დამწვა მძლავრ ანაგზემან და მზე მოვჰკვდე თავის გამოღმა შენ დამიტირე მზემან და სხვამ ჩემოდნობა ვერა ქნას ყოველმან მონაზემან და ცავ შთამოიქეც მნათითურთ აწ რადღა ჰყოვნი ზე მანდა

293. მტიროდით თქვენთვის დამწვარსა მიჯნურნო ჩემთვის ურვილნო გამზრდელნო თქვენცა გაზრდილნო ტურფად ისპანო ჭურვილნო ხასნო აზიზად ნანახნო თავნო ნაზობით ბურვილნო სულთქმით მამთქვემდით ბაგენო და უბანებით სურვილნო

294. თინათინს პირველ სურვილი პირის შენისა ამარე აწ ლომმან თავი გამარა და მზეო შენ მასამარე აქა ნარბენთა სწორად ვლოთ უიცი იგიც სამ არე ერთად წავიდეთ აჰა მზა ჩვენთვის თაბუთი სამარე

295. უჩემოდ დასკჭნი ვარდო და იავო ფერმკრთლად იყავ ვით დამთმე ლალო და ბროლო ძოწო და სათო რა მიყავ კვლა იაგუნდი ნავღელი გატყდი და შუა გამიყავ აწ მარგალიტი მჭირვალო ნუ მტირ და ბაგე დაიყავ

296. ჩემი გარდახდა სურვილო რას გარგებს რაზომც ინანო და მიადინეთ სისხლის რუ გაწკრით ვარდნო და მინანო ჩემთანა ცისა მნათობნო რანო და ანუ ვინანო მზე მზეთა მოჰკვე მტიროდეთ გულნო კლდენო და რკინანო

297. აწ ეს ვითხოვო ღვთისაგან სააჯოდ დიდად ძნელია სადა არს ჩემი სავანე მუნ განმინათლოს ბნელია მისთა ელვათა მაკრთობდეს არ მცხინვარე ყოს ნელია ანგელოზთ თანა ვფრინვიდე ვადიდო ჩემი მხსნელია

298. სული აწ ჩემგან ჩანს უტყუვრად წმინდანად არს დანა სულები მუნ დაამკვიდროს სადაცა ჰყვანან მართალთა სულები შორს ქმნას ნაწილსა რომელთა არს დამზრალ დანასულები რომელსა თიკნად უწოდენ არს მარცხნით წანასულები

299. ამ სააჯოსა ღვთისაგან კვლა ვეღარ ვითხოვ აროსა გლახ სულსა დახსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა მართალთა თანა შეჰრაცხოს ზრდიდეს მართ ვითა საროსა ედემს ბუნაგი აღუგოს სამოთხეს დაამყაროსა

300. აწ გაისვენეთ სატირლად ტურფა გაქუთანი ოთაღნი მსგავსნი ედემთა კარავნი ჭირთ ნახლებანი თავსა იცემდით მÃარდახდით მონანი ჩემნი ნახლებნი ჩვენ დაგუმარხეთ ჩაიცვით წახვედით არშინ ნახლებნი

301. ესე წესია სოფლისა საპრჭოდ მცალს არა წამისად ამად არ გეტყვი მიენდოთ არცა ერთისა წამისად უწყალოდ შესცულის აერი ტურფისა თვალწამწამისად ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მორჩეთ ორთავი წააწამად

სიკუდილი ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა

302. აზომა არ არის სოფლისა საღამო არცა დილია სიზმრისა უფრო სიზმარი ჩრდილისა უფრო ჩრდილია არ ამოჰკრეფენ სწავლულნი მათ მათგან გამოცდილია ავი და კარგი სწორად სჩანს სიცოცხლე თუ სიკვდილია

303. ავთანდილ და ცოლმან მისმან დაყვნეს წელნი სამოცათნი ღმერთმან მისცნა ორნი ძენი სიტურფითა მსგავსი მათნი გაუნდოვდეს საჭვრეტელად ბროლ ბადახშნი მინა სათნი სიბერემან გაუცუდნა მათ გლახ მათნი ხასიათნი

304. ავთანდილ და ცოლმან მისმან სული ზეცას გაგზავნესა ორნი ესე ხორციელნი იგი მათსა სინაზესა ხორცითაცა შეიერთნეს მას წყაროსა ზესთა ზესა მზე მრავალთა დაუტევეს მიიახლნეს ერთათ მზესა

305. ვინცა კარავნი გააკრავნა და თიკანნი გაათიკნა მანვე თხანი თიკანთაგან გაარჩივნა გააბლიკნა გონიერნი გაამაღლნა სულნი მათნი მოირიკნა ერთმანეთსა ეზიარნეს რამანცაღა ჩამოდრიკნა

306. მითქვამს და კვლავ ვსთქვა სოფლისა სიცრუვე კვლა და კვლადობა იგი გარდახდეს გაისმა ოდენ ამბავი მათობა სადაა კბილთა სითეთრე ანუ ღაწვთაღა ნათობა მტვერად შექმნილა წაუხდა მათ ხასიათობა

307. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა

მისვლა ფრიდონისა და ტირილი ძმობილთა მისთა ტაგრუცსა ზწედა