ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

236. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შესსჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, და ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

237. ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, და ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

238. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მიდამო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, და ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

239. ეტყოდა: “ჰსულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? და სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

240. ქალი ეტყოდა ტირილით: სარჩელი უგავს ბჭობასა “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ შმაგი ხარ, მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მენუკევ ადვილად თხრობასა და ცუდად ნუ სცდები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”.

241. კვლავ ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი: “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ: “ვერასა” და ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.

242. ყმა ეტყვის:"ხედავ სისხლისა თვალთა მდის ცრემლთა წალები, დრო გამიგრძელდა, მიმჭირდა, მაჩნია მითა წალები, ვიცი არ მომკლავ ღარიბსა, ღარიბი შეგებრალები, და მაგა ამბითა დამივსე ცეცხლისა მე ფიალები:"

243. “ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან! ოდიდგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენია შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, და ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან”.

244. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო! მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო; გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: და ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ჰქმენო!”

245. კვლავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, და ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

246. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო! გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, და თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოჰკლას, ვითა მოგაკვდინო!”

247. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი, რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი? და კვლავ თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.

248. კვლავ ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, და ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

249. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია. და ვერ გიცნობ ვინ ხარ, ვინ გითხრა სიტყვანი მისანდონია?”

250. ყმამან სთქვა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დასჯდა, სტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა და ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩევა”.

251. ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ჰზის ტირილად, აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. და კვლავ იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

252. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ჰღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”. და ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

253. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიძს შენთვის გასანდობლად, და ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

254. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ჰხამს, ესეცა გაიგონე; სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე და სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე.”

255. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოხვინჩით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. და ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.