ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

118. მეფე ჰბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო, და გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

119. ესე ჰსთქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა, მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს, რაცა სადა დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოჰხადა , და მისი მზგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!

120. ავთანდილ სსჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი და მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

121. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა, და ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

122. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა, მას ჰნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა. იგი უებრო ქუშად სჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა, და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

123. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, და მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა. ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა, დასჯდა კრძალვით და რიდითა, და პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

125. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცასსჭკნების, აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, და თქვენვე ჰბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

126. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად, და მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

127. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეჴოცა, ყმა გეჰნახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეჴოცა, მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამჴოცა, და შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლაჴოცა.

128. “აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია, და შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

129. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად და წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

130. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა აგრე საიმედო ია მოჰრგე, ვარდი ჰყარე, და მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემიყარე.

131. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ, დავიჯერებ იყო თურე უჩინარი, და კოკობი და დაუფრჭკვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი.

132. “ფიცით გითხრობ, შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი, და შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.

133. მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე, მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, და ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავეწამე!”

134. კვლავცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა, მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი, მედიადა, და ვარდი ჩემი არ დასჭკნების, შუქი შენი იეფად ა”.

135. კვლავ შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი, გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი, და თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

136. ერთგან დაჰსხდეს, ილაღობეს, საუბარი ასადაგეს ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასად აგეს ყმა ეტყვის თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს, და ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

137. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერა სძლებდა, უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, და გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.