ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

374. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა,– სისხლი დამწამეს მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა, და გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

375. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ სთქვას რა მინა: “მონაო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა და გულსა შინა დავუზრახე,რა მჰპოვაო, ანუ ვინა!

376. “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად ვსწერდი: “ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა და მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

377. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ, ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ: აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, და თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

378. “კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო, ამბისა სმინება მოყვანა ვუთხარ ებრძანა: “ჰქმნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, და წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება”.

379. “დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა;” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. და მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

380. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი: და აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

381. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად და შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

382. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო, “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი და ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

383. “ავსდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად “შადი” - ვუთხარ,“ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად” გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად. და გული მივეც თმობა ჰქმნათა აუგისა საკრძალველად.

384. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის მცა, მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს რამან ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ეჰქმნა ვისმცა? და ვთქვი: “არ იცის აშიკობა თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა.”

385. “შეველ, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არა ღირსა; უთხარ : «მანდა რად ზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?» და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა ძვირსა.

386. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა და ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

387. “აღჰსდეგ, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, და ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყვარელისადმი მიწერილი პირველი

388. ასმათ დგას ჩემთვის მისისა წიგნისა წასაკითხავად; თქვა: ძოღან შენი ამბავი მითხრიან, ვისცა ვკითხ ავად. გიბრძანებს, – მესმის, მოვლენო, ლაშქარნი შენად მკითხავად. და ლომსა მით გმართებს ვაგლახი, თუ მისი თავი ითხა ვად

389. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა! მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა, და აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

390. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, და აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

391. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, და მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

392. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე! და მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.