ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

177. შერმადინ სთქვა, დიდებულნო, მართალხართ თუ ცრემლსა ღვრიდეთ, მაგრა გვიჯობს, რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ, არ დავაგდოთ სამსახური, მის წინაშე არ დავსწბილდეთ, და ცხადად გვინდეს სიხარული, სამძიმარსა გარდავსცვლიდეთ".

178. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” და იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა.

წასვლა ავთანდილისა ძებნად ტარიელისა.

179. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, და იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს!

180. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა და სთქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

181. ახალმან ფიფქმან დასთოვა, ვარდი დათრთვილა, დაჰნასა მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ან ასა, და მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

182. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო სჭკნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა. და მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

183. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა ჰსდის ზღვათა შესართავისად, უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვსთქვა ვისად? და შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

184. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა, და ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

185. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ჰნახავს, ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

186. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა, მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის, არად სანდომი ხიდისა, და ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

187. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღაა, ამად სულსთქვამს, ამად იშობს. “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს”,კვლავ ამისთვის გულმოშიშობს და “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

188. საგონებელი შეეჰქმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. სთქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, და მისი ვერა ვსცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”

189. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, და მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი.”

190. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული მათ შეჰქმნან გლოვა,ტირილი, ჰქმნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული!” და ამას იგონებს ტირილით გონება,შეიწრებული.

191. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ, მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ და დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ!”

192. კვლავცა იტყვის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, და განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

193. თავს უთხრა: “მოჰკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა, მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა.” და იგონებს წამწამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.

194. “ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგიან. უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად სთქვიან, და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”

195. იგი პირად მსგავსი მზისა ერთობ მოვლის სრულად ხმელთა, უდაბურთა ქვეყანათა, ოხერთა და ცარიელთა, არ დააგდებს უნახავად წყალთა,კლდეთა, ტყეთა ველთა, და მაღრიბს ჰკითხეს მაშრიყელთა, რომს ჩინელთა მაჩინელთა.