... (Q-797), XIX ს.

115. თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა჻ თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქნილი ცნობისა჻ მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა჻ გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა჻

116. მან უბრძანა რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის მეტად჻ საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად მჭვრეტად჻ მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად჻ რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად჻

117. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამილბარი჻ ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი჻ კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი჻ გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი჻

118. ამას ეტყვის შენთვის დავდებ, გონებასა სულსა გულსა჻ მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა჻ არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა჻ არ იხმარებ რას ხელსა ხდი, საუნჯესა დაფარულსა჻

119. არას გარგებს შეჭირვება, რომ ჭმუნვიდე რა გერგების჻ არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოკვდების჻ მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დაჭნების჻ ბედი ცდაა გამარჯვება, ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების჻

120. მოახსენა ეგე სწავლა, ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს჻ გონიერსა მწურთელი უყვარს, უგუნურსა გულსა გმირდეს჻ მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს჻ შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ გიკვირდეს჻

121. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე, უგავს ამად აენთების჻ მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების჻ რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ეკარგების჻ თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების჻

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცვისა჻

122. რა წამეკიდა ყველაი, წურილად გიამბო ენითა჻ მერმეღა გაბრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა჻ შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა჻ ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორად, მოვლა მამინდა ცხენითა჻

123. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს჻ ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს჻ გვანდეს რათმე მოყვარულთა,მათი ნახვა გამეხარნეს჻ მათ რა უყუეს ერთმანერთსა,გამიკვირდეს შემეზარნეს჻

124. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი჻ სახედ ვამზგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი჻ შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი჻ ლომი სდევს ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი჻

125. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს჻ თვითო ტოტი ერთმანეთსა, ჰკრეს სიკუდილსა არ დარიდნეს჻ გამორიდა ვეფხმან გული, დედათამცა გამორიდნეს჻ ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს჻

126. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი არა ხარ ცნობასა჻ შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა჻ ჴრმალ გამოწვდილი გაუჴე, მივეც ლახვართა სობასა჻ თავსა გარდავკარ მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა჻

127. ჴრმალი გავსტყორცე გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ჴელითა჻ მის გამო კოცნა მამინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა჻ მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა჻ ვეღარ გაუძელ იგიცა, მოვკალ გულითა ხელითა჻

128. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე჻ გავგულისდი მოვიქნივე, ვკარ მიწასა დავაწყვიდე჻ მამეგონა ოდეს ჩემსა, საყვარელსა წავეკიდე჻ სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე჻

129. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს჻ სულთა დგმაცა არა მართებს, ასრე გასლვა რას გიკვირდეს჻ სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდეს჻ ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდეს჻

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა჻

130. ავთანდილცა მასთანავე, ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა჻ უთხრა დასთმე ნუ მოკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და჻ ღ~თი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა჻ თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა჻

131. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს჻ მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს჻ მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგაახლებს჻ გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს჻

132. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს჻ რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს჻ მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს჻ აკოცეს და აცატირდეს, კულავ ცნობანი ააჩქარნეს჻