... (H-964.A), XVIII ს.

1. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტენს ჰკადრა შემიტყვია ამას თქვენი არა უნდა თვალსა მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიწუხდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავჰყოვნე ხანი მუნ და

2. მეფე გაჰკვირდა გაცა სწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშენ მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის აქა მდგომარე

3. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვამეო სხვად არას მოუბარია

4. თვალთაჴელნი უკუივლო ცხელნი ცრემლნი მოიწურნა ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარი რად იყურნა სხვასა მჴარსა გაემართა მათი ჭირნი რა განკურნა

5. მონათჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელა… მან გლახ იგინი დახადა მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანეთსა დაჴოცნა თავის ჴელ აუპყრობელად ზოგსა გარდაჰკრის მათრახი მკრდამდინ გასაპობელად

6. მეფე გასწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა არცა ნახნა რაზომსაცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცი კაცსა შემოსტყორცა როსტენ ამად ივაგლახნა

7. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად

8. რა სცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

9. კვალი ძებნეს დაუკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვლავ წმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს სწრაფა აქვსთ წყლულთა ხევისა მეფემან ბძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

10. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუცს განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილ და მისი ნება

11. ესე თქვა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა არცაღა ჰკრა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკანი მოიშალა სადაცა ვინ მჴეცთა სვრიდა ზოგთა თქvეს თუ მართლია ზოგთა ღმერთო უზრახვიდა

12. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

13. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯთ ზის სჭირსო ფერშეცვლილობა

14. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესვლა არს ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა

15. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა დამიბრუნდა წინაშე მომავალიო

16. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავსძლეო მოახსენე რად დაჰბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლულსა მე წამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინსა რად დავლეო

17. თინათინადგა მოვიდა მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვა ნებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნება ნებასა უბრძანა მახვალ თუ რად მელი მოყვანებასა

18. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

19. უბძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია მამაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა დაახია

20. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე