... (H-964.A), XVIII ს.

81. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირე სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

82. მხარ ჩამოხსნილი სამბობლად დაჯდა მჴარი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდ ხან შუქი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა ცხელნი ცრემლნი გარდმოყარნა

83. მოთქვამს აჰაი აჰი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

84. ავთანდილ მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა დასაქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ჴელქმნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდათა სისხლისა ღვართა დენასა

85. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

86. მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელი მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდა წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

87. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქუა წამალია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

88. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქუენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერdგულად სამსახურისა

89. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა შევsწირე ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქმენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა ძმამან და მშობელმან

90. ერთი სამეფო საკარგ ყმო უბოძა ამილბარობა თვით ამილბარსა ინდოეთს აქვს ამირ სპარსალარობა მეფე რა დაჯდა არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

91. მან მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრივ ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვჰგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

92. ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო ვით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრული დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქვა შვილად გავხდი თვით ჩემივე გვარი არსა

93. მეფემან და დედოფალმან მიიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემსგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად

94. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკვლა მართ ვითა სირისა არა გაოდის ფარსადანს მისი არა შვილისა

95. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ მიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემნი მნახავნი მზგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

96. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედა სა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა გვანდა აწ მედების ვისგან ალი

97. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

98. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი მზისა შუქთა ნახამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

99. ტარიელ დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი მოაპკურა თქვა ისმენდი მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა

100. ამა ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ჴმობილი შვიდისა წლისა შეიქნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მსგავსი მზისაგან შვენებით არ შეფობილი მისა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი