... (H-964.A), XVIII ს.

61. მიბძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო მამხვდების ხისა რგულისა აქამდის წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

62. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად ჴამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირსა მიხვდეს მამაცურად

63. ვართ უმოყვრესი მე და შენ ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვი გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა

64. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი პატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა მათმცა რად აგრძნობდი

65. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქათ სამწელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუ თუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნახე არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე

66. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთრვალია მიხვდა თქო საქმე რომელი ყოვლთა თვინ გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

67. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მჴნედრე ნუ ადრე დამივიწყო მახსენებდე ზედა ზედრე მეტად კარგა დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მიმოდედრე

68. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთა ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რაცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამადარა

69. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბძrანე რაგვარა ვქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვივაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყუები წამიტანე

70. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვრითა დასაჭრელად

71. ვისმცა უთხრა ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულავ ნუ თუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა

72. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს მე თუცა ძალთა დასი აქათ სამწელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილებდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი

73. დაწერა თუ ჩემნო ყმანო დაზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედან გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

74. მიწამცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მერასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა დაცერასა

75. საქმე რამე მიცს თავისა ზესაd გარდსახვეწელი და ვყო მარტო დაღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემოხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

76. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს ღმერთმან ქმნას და გიპოვნივარ შენცა ცდილ ხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობ გამოჭრილ ვარ ასე თურად მეთუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქმს ალად ვითა მურად

77. იგი დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დავალებული ასმათ უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი დავალებული

78. კაცმან ვით პოოს ღთისაგან რაც არა დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან აწ ესრე დანაბადია კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე და ნაბადია აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს და ნაბადია

79. ძმაო ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რითმე მიზეზითა კვლავ ნუ თუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

80. […] უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არა დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს