... (H-964.A), XVIII ს.

141. დარბაზს დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

142. ვბნდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

143. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამილბარი ზეწარითა მოუბურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს წაიყვანე ჩემგან არის ნახმობარი

144. მუნ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანთა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა დადგა კარის მცველად გულ[…] მივეც თობა ქნათა აუგისა საკრძალველად

145. საწოლს შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყვანის მცა მითხრა მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა ვთქვი არა იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

146. ჩემად დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღმრთისა წყალობა

147. ასმათ მითხრა თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომს დიდის შემართება გულსა მისსა უთნევია ამან წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია