... (H-964.A), XVIII ს.

121. დურაჯნი მთხოვეს გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მჴართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომი ნავისა

122. სამ დღე ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

123. მან რა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ღა ხარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევკრთი დია კვლავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

124. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდი ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

125. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რა გვარია სამკურნალო არა სჭირსრა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

126. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვკადრე სიტყვა სამუდარი

127. ვთქვი თუ ღმერთო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფნა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქმნადა მორე ვჯობდი გული წყლული გავიკურნე

128. პირველ წამოვე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

129. იქით და აქეთ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მომინდა ვნახე წყალი და ველია ცხენი მომგვარეს შეცა ვჯე მეფე ჩემთანა მვლელია

130. ერთ ერთა მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე დავაბრუნე მეფე მომყვა სახლთა ძირსა შინა მივე უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა რაღა ღირსა

131. [… ]ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყვანამან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

132. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ჰკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა ვჰქენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვა არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მითხე

133. მე გამიკვირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

134. ხანი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს მე ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსვლა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

135. [.. ..…… ]ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანა გახსნევა ჴელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა

136. მკლავ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვა რა მინა მონააო ასმათისი შემოყვანა ვუთხარ შინა გულსა შინა დავუზრახე რა მპოვაო ანუ ვინა

137. ასმათის წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყევ ლამოდა მოსვლისა მოსწრაფებასა პასუხად ვსწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსვლისა დაზარებასა

138. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ინდონი მმონებებ აზრად შეიქმან საქმესა ათას ჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

139. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კვლავ უფრო მართებს ლხინება

140. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქმ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა რა შემაბა შეჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა მშვილ დოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბა შაბა