... (H-964.A), XVIII ს.

101. ქალი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვთამაშობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

102. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა დათლილი იაგუნდისა ლალისა პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

103. მუდამ და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბახჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

104. სრა იდგა მოფარდაგული ოქსიონთა და შადითა ვერვინ ვხედევდით შეიქნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

105. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყავ მასწინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგუანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა

106. მოსრნის მჴეცი და ნადირი ისარმან ჩემმან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინთა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან

107. მამა მომიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მტრისა შიშისა ერთ გულთა შექნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

108. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო გაცუდებული დღისით და ღამით ვაებდი ვერვისგან სულ დაღებული გაყუანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუხარ შავითა ღებული

109. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბარობა ქნა მისვე საურავისა

110. მე დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა უკუნის გამომიყვანა ხასთა მათ წინა მდგომელთა გამოსვლისათვის ზეიმი შექნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მoმეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა

111. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივს მცემდეს ძისა დარად მით ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მამეშვნეს დავმორჩილდი თაყვანის ვეც ამირბარად

112. ავთანდილ ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქნელია მისთა ნაკვეთთა წინწaლი დამეცეს ხან გრძლად მწველია

113. ტარიელ დაიწყო თქმა ამბისა მან რახანნი მოიტირა დღესა ერთსა მედა მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელსა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულ დგმული არა გიკვირა

114. ბახჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

115. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

116. მეფეს სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარეთ ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა

117. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

118. რა წარხდეს იგი ნათელი მზისაცა მწუხარენია მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ჴმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილან ვაი გმირთ მემუქარენი

119. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუკრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა ცრემლი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება ვამე რა დიდი ზარია

120. ყოველნი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან