... (Q-1082), XVII ს.

1759. თვალნი: დაბნელდეს: რომელსა: მელნის: ტბა: გარე: უარდა: ღაწვნი: ზაფრანად: გამხდარა: რომელი: პირველ: უარად: მკლავნი: ქვაბს: დევთა: მაჴოცნი.: აწ: შუბიდაღმან: უარდა: სენთაგან: დადნა: საკრავად: შეიქნა: უარუარ: და:

1760. თქუა: თუ: გამწირა: სოფელმან: ხორცნო: წადი: და: სულ: ები: პირველ: მინდორად: გაგაჭრო: აწ: ყელს: მოგჯარა: სულები: მჭვრეტნო: არ: დაშლი: ტირილსა: რომ: ბევრჯელ: გითხრა: სულები: პირი: მილურჯობს: და: გული: ცემით: შემქმნია: სულები:

1761. რაცა: მემართა: მიიწყო: სოფელმან: ჩემი: ბეგარა: რაც: შვება: მამხვდა: საჩემოდ: არ: იქნაგამოდეგ: არა: რაცა: ვინები: მიუხვის: ესე: გთნავს: ანუ: ეგ: არა.: აწ: უნდა: მშალოს: ნივთთაგან: მიწასა: მიმცეს: მე: გარა:

1762. სახლნო: დაგაგდე: უმკვიდროდ: სარკმელნო: ერდოვ: რა: ბანო: მომთქმელნო: ჩემნო: მტირალნო: ზარნო: ზახილნო: რა: ბანო: ღაწვნი: ყაყაჩოს: მფერავნი: ცრემლნო: აყვითლეთ: რა: ბანო: მოსემ: ვით: გამცნო: მგოდებდით: კარავნო: ჩემთვის: რაბანო:

1763. რაცა: მე: მიყო: მუხთალმან: თქვენც: რამე: გავნოს: ეგება: ვინცა: მიჰყუება: ჩემებრივ: გულსა: ლახვარი: ეგება: ფიცხელი: ვერსით: გარდუხლტეს: გაქცევსა: წინა: ეგება: ნუ: მიენდობით: გასინჯეთ: ვის: მართლ: მჭვრეტლად: გაქვს: ეგება:

1764. აღარ: დამონდო: სოფელმან: შეიქნა: ჩემთვის: უხანო: ნუ: მიჰყოლიხარ: უფალნო: პატრონო: ბეგნო: ნუ: ხანო: გულს: შუა: საკვდად: ისარი: მკრა: არა: გამახუხანო.: ჩემისა: სიკვდილისათვის: ამხანაგებიც: წუხანო:

1765. ფრიდონ: მტიროდი: პირველ: მე: მერმე: ავთანდილ: ჴლმიანი: რემა: წაგიხდეს: ვლაღობდით: აწ: აღარ: ვართ: ხმიანი: წავიდეთ: ჩვენთვის: დაბნელდა: მზე: კამკამ: სინათლიანი: ჩვენი: მიფარვა: წაჴდომა: არის: შენთვისცა: ზიანი.:

1766. ძეთა: შეგვედრებ: რომელთა: ჯერ: არ: იციან: ბრძოლანი: მაგრა: მიქნია: ამათთვის: ნაწვართთა: ყმათა: ყოლანი: ამათ: ასწავლე: ჩემებრივ: ისპად: ისრისა: სროლანი: ვაიმიგჭირდების: წასრულთა: მუდამად: მიწაზედ: წოლანი:

1767. ამ: სოფგლისგან: წასვლისათვის: მტერთა: იგეს: ჩემზე: იში: აღარ: ვეჭვობ: რამაზ: რომე: ჩემს: შვილს: დასდვას: რამე: შიში: ვერც: ხვარაზმშამ: ძეთ: ჩემთ: რამე: გამოჰპიროს: შამათქიში: მოდით: ჩემნო: დამმარხელნო: მამაყარეთ: მიწა: ქვიში:

1768. სულთ: ამოსვლის: დროს: შემოგტირ: მიწად: გარდმექცა: კაცება: ჩემნო: დაზრილნო: მონანო: შექენით: თავის: ტკაცება.: თმანი: დაფხვრენით: ულვაშსა: წვერს: უქმნეთ: ხელის: ტაცება: სრულ: დაიგლიჯეთ: მონათა: თავს: თმანი: ან: პირს: რაცება:

1769. რაცა: სოფელმან: წყლულები: დამდვა: ვერ: მკურნა: მალამა: ცრემლთა: ღვარისა: მორევსა: მიმცა: სარჩობლად: მალამა: სიყმის: დროს: რჯანი: მიმრავლა: ბოლოს: სიკვდილი: მალამა.: წავალ: და: ჴორცმან: მიწასა: საჭმლად: და: სანდოდ: მალ: ამა:

1770. მჴეცთა: ვსვრიდი: ვერსად: მორჩის: ისრის: ჩემის: განაკრავი: საჭმლად: მქონდის: ნადირთ: ხორცი.: არ: თუ: თიკან: განა: კრავი: მტერთ: ვერ: ქნიან: შესაპყრობლად: გზანი: ჩემნი: განაკრავი.: მედვის: გორად: თვალგუარი: აწ: წვრილწვრილად: განაკრავი:

1771. შვილო: სარიდან: უჩემოდ: თვალნი: ცრემლითა: შენამე: გულსა: არ: უთხრამტერთაგან: ვიჯაბნე: მამხვდა: შენა: მე: ჩემთ: ძმობილთ: ძეთა: მსახურე: ეტკბე: ემდაბლე: შენ: ამე: მტერთ: ეპასუხე: როგორც: მე.: იკითხე: მექნას: შენ: ამე:

1772. სიცოცხლესაც: ბევრი: მსაჯა: მე: სოფელმან: მუხთლად: მქცევმან: ბევრჯელ: მარტო: დაბნედილმან: არ: მტერთ: ომში: გამომქცევმან: ხვარაზმშ: შუბი: შემომლეწა: თვითვე: ცხენის: წამომქცევმან: აწ: სიკვდილმან: მიძაბუნა: ჩემის: სახლის: დამაქცევმან:

1773. სიკვდილო: რასთვის: არ: მამკალ: როდესაც: ვიყავ: ხელია: დაბნედით: მპოვა: ავთანდილ: თვალთ: მავლო: მან: სახელია: აწ: ჩემი: ასრე: წაყვანა: ან: შენი: რა: სახელია: შემიბრალებდით: მსმენელნო: თუმცა: გვერც: გიახელია:

1774. სიკვდილი: მწევს: და: მპატოჟობს: დამიწყო: მისკენ: ბირება: პირველ: მიქადა: დღეთ: სიგრძე: აწ: არ: მითავა: პირება: გაგჰჴედით: ორნი: მნათობნი: ვის: ძვირად: გვქონდა: ღირება: ჩვენს: უკან: ლხინი: სიუხვე: თქვენც: იცით: დაიძვირება:

1775. ის: დღე: გიჯობდა: დარეჯან: როს: ქაჯთა: ციხე: ავიღე: სხივთა: ელვა: და: ციმციმი: შუქნი: მიდამო: გაიღე: შენ: და: ასმათი: შეგყარე: სულთქმა: გულთაგან: დაიღე: აწ: მზიდე: საფლავისაკენ: მივლე: საკაცე: წაიღე:

1776. ნესტანდარეჯან: ატირდა: ანდერძს: დაიწყო: წერება: ჩემთა: მნახავთა: გიმძიმდეს: რომ: შუქი: მამემტვერება: არ: დაიშალა: სოფელმან: პირველდგან: ჩემი: მტერება: არც: მე: ვშორდები: ტარიელს: ვეღარვინ: ვერ: გვეტერება:

1777. რა: დავიბადე: გსმენიათ: ჩემთ: სხვითა: კამკამ: კრთომანი: ზრახვასა: თავი: დავრიდე: მით: არ: მეწვია: ცთომანი: ტარიელ: ჩემთვის: ბნდებოდა: მეც: მქონდა: მისი: ნდომანი.: ხატაველთ: ომი: უბრძანე: ფიცხლავ: ქნა: მან: მიხდომანი:

1778. გამაჯვებული: მოვიდა: ჴელთ: კოდილ: იყო: ომითა: რამაზ: მოგვარა: მეფესა: ჴელ: შეკრულ: წინ: წადგომითა: ხვარაზმშს: ძე: სთხოვეს: საჩემქმროდ: არ: ვიქმენ: მე: მიხდომითა: ტარიელ: მოკლა: ანაზდად: შეიქნა: სულთა: ჴდომითა: