... (Q-1082), XVII ს.

1779. მეფე: გაუწყრა: დას: დავარს: ვინ: ჩემი: იყო: მზრდელია: დავარ: მცაქაჯთა: ხელთ: მიმცაჰქენით: ჭირთ: გარდამხდელია: ნავს: ჩამსვეს: რაზა: დაკლიტეს: არ: იყვნეს: პირ: ამხდელია: ზღვის: წყალსა: ვსვემდი: სიმწრით: მეგონა: ველის: ყრდელია:

1780. ქაჯთაგან: ფატმან: წამგვარა: მათ: გაუცუდა: გრძნებანი: უსენ: გატეხა: საფიცი: მთვრალმან: ქნა: გამჟღავნებანი: მიმცეს: მეფესა: გამპარავთ: ქნეს: ჩემი: ქრთამით: ნებანი: ფათმანთან: მიველ: თავისა: ვჰქენ: ცხენით: წაყვანებანი:

1781. წაველ: გზაზედ: დამიჭირა: როშაქ: მიცნა: ქალობითა: წამიყვანეს: ვერ: წაუველ: ცხენფიცხლობის: მალობითა: ქაჯთ: მეფემან: მკითხავინ: ხარ: ვერ: მათქმივა: ძალობითა.: მოვიდეს: და: ციხით: ვიხსენ: ავთანდილის: წყალობითა:

1782. წამიყვანეს: ქაჯნი: ჰჴოცეს: ციხე: შექნეს: სამთავ: ქცევით: ფატმან: ვნახე: ფრიდონისას: ვიყავ: კაის: ყოფა: ქცევით: ასმათ: წამყუა: ქვაბნი: გავლეთ: არ: ვჰყვით: ცრემლი: განაქცევით.: რა: თინათინ: ვნახე: მნახა: ჩვენ: ვჰქნით: შუქნი: განაქცევით:

1783. წამოველ: მოველ: ინდოეთს: მოგვშორდა: საქმე: მტერული: მტერნი: გავაძეთ: ვიშვებდი: არ: ვიყვი: მე: უფერული: აწ: კარს: მამადგა: სიკვდილი: გულსა: ლახვარი: ძგერული.: ესე: სოფელი: ამიჩნდა: სიზმარი: ძილი: მე: რული:

1784. აწ: თან: მივსდევ: მე: ტარიელს: სიკვდილსა: და: საფლავს: შინა: ანდერძს: გკადრებ: გვახსენებდეთ: ვინც: დასდგეთ: თქვენ: აქ: შინა: თუ: ჩვენ: მივსდით: ესეც: მიკვირს: რად: თქვენ: ვეღარ: შეგაშინა: სული: მივსცეთ: წამღებელთა: გვამმა: ჴორცში: აღგვაქშინა:

1785. ჟამმან: ჩემმან: უხანომან: დამიბნელა: თვალნი: მნათი: ღაწვი: ვარდი: ზაფრანად: ქმნა: და: გაცუდდა: მინა: სათი: დამედარვის: ვერცვინ: მარტო: ვერც: თუ: შეკრბენ: ერთგან: ათი.: აწ: სოფელმან: ჩემზე: ბრუნვით: მოიჴმარა: მისი: ხლათი:

1786. აწ: დავმიწდები: წახდების: ღაწვი: ბადახში: ლალები: სანდომობა: და: უსული: სოფლისა: ჯავარ: წყალები: მიწა: დამალპობს: წამახდენს: ვარ: თქვენგან: შესაწყალები: მამთქმელთა: ჩემთა: ცრემლი: სწვეთს: გული: შეჰქნია: სალები:

1787. სოფელს: მივენდევ: მეგონა: ყოფა: არ: წამიხდებისა: უყურე: ახლა: რა: მიყო: თუ: ჩემზე: რა: მოჰხდებისა: რაცა: მე: მიყავ: სოფელო: იგიმც: შენ: გარდაგხდებისა: სულს: როგორც: მე: მცლი: გვამთაგან: ეგრემც: შენ: ამოგხდებისა:

1788. მივალ: და: მართლა: არ: ვიცი: უცთურად: წავლა: გზებისა: მნახავთა: ჩემთა: ვის: ესმის: ედების: ცეცხლი: გზებისა: მოაგონდების: შუქ: კრთომა: მას: არა: სხვისა: მზებისა: რაღა: ვიჩივლო: დაგმობა: სოფლისა: მიზეზებისა.:

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა:

1789. რადგან: სწორად: გარდაჴდების: ავი: ანუ: კარგი: ვინა: მაშ: წამი: ერთ: რა: ვის: გავა: გარეთ: იყოს: თუნდა: შინა: აქათ: ბარგსა: რასა: ვზიდავთ: აწვე: წასულა: სხუაგან: გვინა: საკაცე: და: თუნდა: ტახტი: სწორიაო: ბრძენთა: წინა:

1790. ამა: ჩემსა: გაზრახულსა: იკითხიდეს: ანუ: წერდეს: ფუ: მას: კაცსა: რომელიცა: სოფლისაგან: არ: შესჯერდეს: ტარიელ: და: ცოლი: მისი: სიბერითა: გაუშვებდეს: დაყუნეს: წელნი: ოთხმეოცნი: დაბრმეს: დაღრკეს: დაცაბერდეს:

1791. ერთი: ყმა: და: ერთი: ქალი: მართ: მათნივე: შესაფერნი: ღ~თნ: მისცნა: ესე: შვილად: საჭურეტელად: შვენიერნი: ელვანი: და: შვენებანი: მათგან: ჰქონდეს: მათ: მიერნი: მსგავსნი: მსგავსსა: წარმოშობენ: ციერნი: და: მიწიერნი:

1792. დღენი: მათნი: წაიარეს: დაბერდეს: და: დაუძლურდეს: ტარიელის: ლომნი: მკლავნი: მეტად: გაუუსუსურდეს: ბედისაგან: მადრიელნი: სოფელსავე: მოემდურეს: სოფლისაგან: გაბჭობათა: ბრძენთა: წიგნი: დადასტურეს:

1793. სოფელს: მყოფსა: ყუელაკასა: ესე: არვის: არ: ასცილ: დეს: მათ: სოფლისა: შვენებათა: წყალჯავარი: გაუწბილდეს: მიჯნურობა: გაუსუსტდა: გონებანი: გაულბილდეს: სიყუარული: გააცივეს: ერთმანერთსა: უკუგრილდეს:

1794. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს: მეფედ: დასხნეს: შვილნი: მათნი: ნაცვლად: მათად: დაადგინეს: ერთსა: წელსა: დაიჴოცნეს: მიწვეს: მიწად: მიიძინეს: მზესა: ლომი: არ: გაჰყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს:

ანდერძი ავთანდილისა რომელი თქვა ჟამსა სიკვდილისასა:

ნანუჩას ჩამატებული მას უკან:

1795. ისმინეთ: ძენო: კაცთანო: ანდერძი: ავთანდილისა: ვიტყვი: მსგავსია: სოფელი: ეს: მუხანათი: ჩრდილიდა: სწორია: ჟამი: მწუხრისა: კრულთანა: ავთან: დილისა: ადრე: დალპების: გაცვდების: ვით: ქსელი: ნაქუსმანდილისა: