... (Q-1082), XVII ს.

1834. ოდეს: ტარიელ: დამარხო: მიტირე: მეც: თავს: ცემითა: თინათინს: შუქთა: ელვანი: ჯავარ: ციმციმის: ცემითა: ორნივ: გავშორდით: ნივთთაგან: ვიქმენით: დანაცემითა: აღარად: უნდით: გავშორდით: სოფლისა: მიცმიცემითა:

1835. ვიცი: რომ: შენცა: დაბერდი: აღარ: გიც: ბევრი: ხანია: აღარც: შენა: გცალს: სოფლსთვის: ხან: ვარდი: ჰკრიფო: ხან: ია: ანუ: მინდორად: შეექცე: მოჰკლა: ქურციკთან: თხანია: ასრე: გვაბრუნვებს: სოფელი: და: ჟამი: ეს: უხანია:

1836. ძეთა: შენთა: ესე: უთხარ: მტკიცედ: კარგა: დააბარე: მათცა: იძმონ: ძენი: ცემნი: ძმისგან: უფრო: მიაბარე: ღ~თსა: უნდეს: მტერნი: მათნი: ჴელშეკრულნი: მიაბარე: მე: საფლავს: ქუეშ: მამაქციე: მიწა: ნიჩბით: მიაბარე:

1837. კარგნი: ყოფილხართ: სამნივე: ჰხოცეთ: დევი: და: ქაჯები: წაგიჴდა: მჴნენი: ძალგული: და: დალპა: ცუდად: მაჯები: სოფლის: ურჯულოდ: წასვლისთვის: თუ: არ: აგართვან: აჯები: მიკუირს: მწერალო: ანდერძსა: მათსა: სწერ: რად: ისაჯები:

სიკვდილის ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა:

1838. აზომ: არ: არის: სოფლისა: საღამო: არცა: დილია: სიზმრისა: უფრო: სიზმარი: ჩრდილისა: უფრო: ჩრდილია: არ: ამოჰკრეფენ: მსწავლულნი: მათ: მათგან: გამოცდილია: ავი: და: კარგი: სწორად: სჩანს: სიცოცხლე: თუ: სიკუდილია:

1839. ავთანდილ: და: ცოლმან: მისმან: დაყვნეს: წელნი: სამოცთნი: ღ~თნ: მისცნა: ორნი: ძენი: სიტურფითა: მსგავსი: მათნი: გაუნდოვდეს: საჭურეტელად: ბროლ: ბადახშნი: მინა:სათნი: სიბერემან: გაუცუდნა: მათ: გლახ: მათნი: ხასიათნი:

1840. ვინცა: კარავნი: გააკრავნა: და: თიკანნი: გაათიკნა: მანვე: თხანი: თიკანთაგან: გაარჩივნა: გააბლიკნა: გონიერნი: გაამაღლნა: სულნი: მათნი: მოირკინა: ერთმანეთსა: ეზიარნეს: რამანცაღა: ჩამოდრიკნა:

1841. მითქუამს: და: კვლავ: ვსთქვა: სოფლისა: სიცრუვე: კვლავდა: კვლადობა: იგი: გარდაჴდეს: გაისმა: ოდენ: ამბავი: მათობა: სადაა: კბილთა: სითეთრე: ანუ: ღაწუთაღა: ნათობა: მტვერად: შექმნილა: წაუჴდა: მათ: მათი: ხასიათობა:

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისვლა და ტირილი და მოთქმა ჰაი სოფელო წყეულო:

1842. მოვიდა: ფრიდონ: ტირილით: ზახილით: თავსა: მცემელი: იხოჭს: და: იგლეჯს: და: მოსთქუამს: არ: უნდა: გარდამცემელი: მოიღო: მეტად: დიადი: გლახაქთა: მისაცემელი: უნდოდა: თუმცა: ეშოვნა: ლახვარი: დასაცემელი:

1843. ტაგრუცსა: მიჯდა: მოსთქმიდა: ჴმითა: მით: შვენიერითა: იგლეჯდა: თეთრსა: თმა: წვერსა: გაჰყრის: ბროლისა: ჭერითა: მაღლა: იზახდა: ვაგლახსა: ტირილით: არ: სიმღერითა: მართ: წმინდად: გაგლეჯილიყო: ერთობ: თმითა: და: წუერითა:

1844. თქუა: მეტად: კარგი: სიტყვანი: ფილასოფოსთა: ცნობასა: რომე: ჴორჴითა: იტყოდა: მსგავსი: დავითის: ძნობითა: მე: გლახ: ვით: მოვსთქუა: სიკეთე: თქუენისა: ცხენოსნობისა: ან: ვით: მოვთვალო: მოკლული: თქუენისა: მშვილდოსნობისა:

1845. რაზმთა: მლეწელნო: ყოველთა: მებრძოლთა: თქუენთა: მძლეველნო: კვლავ: ასპარეზად: ტურფანო: უსწოროდ: დამნაძლეველნო: თქუენ: ვისაცშველა: უბრძანით: უცხონო: შესაძლეველნო: აწ: ცრემლთა: ჩემთა: დენასა: ჴამს: თუ: ვით: გაუძლე: ველნო:

1846. თქუენებრ: ტახტსა: ვის: დაჯდების: ვინ: მოჰკაზმავს: სრასა: სრულად: ან: ნადიმსა: ვინ: გარდიჴდის: ზნეუკლებსა: ჯავარსრულად: ვითამც: დავრჩი: მე: უთქუენოდ: ვიგონებდე: ამას: რულად: ანცოცხალირავიქნები: გაკიცხული: გაბასრულად:

1847. თინათინს: ნესტანდარეჯანს: ვით: მოეთქუნა: სინაზენი: ტანი: მჭევრი: ალვის: მორჩი: პირი: მჭვრეტთა: ამაზრზენი: ბროლბალახში: ლალგიშერი: მარგალიტთა: შენათხზენი: საუბარი: სიტყუატკბილი: ვერ: მჭვრეტელთა: ამაზრზენი:

1848. ფრიდონ: მოსთქმიდა: ოთხთავე: ორთა: და: ორთა: ტიროდა: მაღლად: იზახდა: ვაგლახსა: მართ: ვითა: ლომი: ყვიროდა: თქუენის: პირისა: ჯავარი: აღარა: ლალად: ჭვიროდა: იტყუის: თუ: მოვჰკუდე: რა: მგამა: რადგან: დამაგდე: გმირო: და:

1849. ნურადინ: ფრიდონ: მოსთქმიდა: ორთავე: მისთა: ძმობილთა: უქებს: სიუხვე: ჯავარსა: ძოწმარგალიტთა: წყობილთა: სისხლისა: ცრემლთა: ადენდა: უკლებთა: დაუშრობილთა: ავსებდა: სიბრალულითა: ყოველთა: მუნ: შესწრობილთა:

1850. თინათინ: ნესტანდარეჯანს: კვლავ: მოუთქუნა: სინაზეენი: პირი: მზისა: უნათლესი: თმა: გიშერი: ვითა: ტევრნი: აწ: ვაგლახ: მე: ვით: დამალეთ: შუქთა: სხივნი: ბევრის: ბევნი: ჰი: ჰი: ჩემთვის: მოიწივნა: საშინელნი: მოსაწევრნი: ტირს სულთქუამს და მგლოვარებს:

ფრიდონ ტიროდა ნესტან დერაჯანს და თინათინს