... (Q-622), XIX ს.

1520. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭურეტს პირსა იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მივა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1521. ყმა მეფესა მოახსენებს მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1522. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა იგი პოეს რაცა ძებნეს ხელი ხადეს რხმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1523. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყვნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერ მიხდომილმან

1524. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდათ არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1525. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაჰყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1526. შინა წავიდეს ყოველნი შესხდეს თავისა დარებად ქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1527. შევიდეს ნახეს თინათინ ჭურეტთა მამცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მსგავსი გმირისა

1528. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს

1529. თინათინ ზ~ა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზეთა მზეთასა

1530. ორთავე ხელნი მოკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა გვერცა დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭუვ მიჯნურად მათებრსა ნუცა თუ რამინს და ვისსა

1531. ქალსა შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გვერცა ჯდომა ფერი კრთა და გაუფიცხდა შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა ბრძენთა უთქუამს სიყვარული ბოლოდ მისი არ წახდომა

1532. აწ შვილნო ღ~თნ თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა კვლავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცულის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენთა ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა

1533. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქუენი ასრე იქმნა ღ~თისა ნება დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება

1534. ლაშქარნი და დიდებულნი მოდრკეს მდაბლად ეთაყვანნეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს გულნი ჩვენნი აგულოვნნეს

1535. ტარიელც უთხრა ქებითა იმედისა გათავება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს აგრევე თქუენი დება ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან

1536. მას დღე ავთანდილ ხელმწიფე ზის და ხელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია ნესტან დარეკან ახლავს თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ოთხნი მზენია

1537. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა შეიქმნა ზღვნობა ძღვენისა მათისა შესამგზავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა

1538. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭურეტელო გულსა ეტყოდი ნუ აეხსნები იქ ები