... (Q-622), XIX ს.

1500. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1501. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტან დარეჯან მუნვე დგას იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1502. ტარიელცა თაყვანისცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ განკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა და საღამოდ

1503. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა პირსა უჭურეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კულავ ფრიდონცა უსალამა თაყუანისცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1504. მეფე ტარიას ქებასა დაკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1505. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯი რასმე მე მართებს მოთხოვა აწ ფარმანისა

1506. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭურეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1507. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრამ მოსრული თქვენს წინა ვარ შემამხვეწლად მქენებლად თვით იგი იაჯს რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად

1508. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით დავიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1509. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერ ნამკრთალსა მუხლ მოყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქუენი მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა

1510. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ხელმანდილი მოინასკვა ზედან ყელსა ადგა მუხლნი დაუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მამსმენელსა

1511. რა ტარიელ მუხლ მოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანისცა ქვე მიწამდის დაუარდა მოახსენა ხელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქუენი ჩამადარდა

1512. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკუდავად და ტყუედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით ცრემლი არცა მაშინ გდინდეს სხვა მისებრი ვერა ვჰპოოს ცათამდისცა გაცაფრინდეს

1513. მე სიძესა ავთანდილის უკეთესა ვჰპოებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქუს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების მე ყუავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა

1514. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყუარდა აგრე მისთვის რად მამსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1515. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კულავ მეფემან თაყვანისცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოემადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1516. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა წავიდა და წამოუძღვა მოიყვანა მოყვა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1517. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდახდა რა მივიდა ხელთა ჰქონდა ხელმანდილი პირსა იმით იფარვიდა მზე ღრუბელსა მოფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა

1518. მეფე კოცნასა ლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი გაე რასაღა გრცხვენიან

1519. მოეხვია გარდაკოცნა მან პირისა არე მარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემარე გვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე