... (Q-622), XIX ს.

1423. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღ~თო გემსახურო გამინათლდა რადგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1424. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არ გამწყრალი ღ~თნ გული გამინათლა გახეთქილი გაცამწყრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი მით ვჩან არ დამზრალი

1425. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ჴიდსა

1426. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტათ ხასისა კულავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა

1427. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბადახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭურეტელნი დაიწუნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1428. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვჰთქვათ სვიანამცა დავლა თქვენი

1429. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა

1430. ზღვათა მეფე მოახსენებს ხელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო მსგავსი თქუენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1431. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1432. ფატმან ხათუნ თაყვანისცა კადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა

1433. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1434. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოთ ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1435. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმა წვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა

1436. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1437. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ ვიქინებთ დაუზრობლად

1438. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ჴმა სიმღერისა ხშირისა

1439. მუნ მიეგება ყოველნი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა მას აღარ აჩნდა წყლულები ნესტან დარეჯანს მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1440. ნესტან დარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა ვსცან მისი არ სიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1441. ასმათ კადრა მადლი ღ~თსა ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი ბოლოდ ესრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობს ყოვლთა მოყვარულთა პატრონ ყმანი მოყვარულნი