... (Q-622), XIX ს.

1480. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კეთილს მოავლინებს არ ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ ერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1481. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო ჩაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი

1482. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახუდის ქუეყანა მჭურეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1483. მას გვანდეს თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმხუდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ მიხვდა მის კლდისა არეთა

1484. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ჴორცისა ჴმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1485. მივიდეს შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უცს ხორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასვლასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცულასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1486. მოიარეს ქვაბოვანნი თამაშობდეს მხიარულნი პოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან არა გვაქვსო იგ ამისთვის გულ ნაკლული

1487. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები კვლავ ფრიდონისნი აავსნა სპა ყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყუელაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძევს რომე საჭურჭლე გვანდა კაც დაუკარები

1488. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრამ თქმულა კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წაჴდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1489. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა ჰკადრა მადლი მეტის მეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1490. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბედით მივლად გზისად ავთანდილა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1491. მიხუდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახუდა სოფლები ციხები ჴშირ ჴშირად თანის თანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები

1492. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭკუელ მოუკრეფელსა

1493. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ქენ შემოტევება ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქუენისა

1494. აწ ამად მოვალ წინაშე დავჰყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდეთ ქნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქუენი ავთანდილ მე თქუენთვის მამიტანია

1495. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწუთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა

1496. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქნა სწადდა მათკენ რბენისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა

1497. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღ~თსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ჴმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი

1498. რა ერთმანერთი აუჩნდა მისაგებ მოსაგებავი ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აიგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხება ებავთა

1499. ისია ჩემი გამზრდელი და თქუენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენადვე ხლებულა