... (Q-622), XIX ს.

1442. დიდებულთა თაყვანისცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა კურთხეულა მისი ღ~თება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალ უც განკურნება

1443. მოვიდნენ და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხუდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1444. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრამ მათ მიხუდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგიზთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1445. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისრა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1446. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკუდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1447. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1448. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1449. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ხელთა აქვს მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯანია მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან სააჯარია

1450. გადახდეს ფრიდონისასა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფეხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1451. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი ვსცან მათი სული ლეული

1452. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ჴმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტან დარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1453. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქ მონამატისა მას წინა ღამით ძალ ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1454. კვლავ უძღუნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მრგვლად გათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა კვლავ მოაქუს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ჴელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქუელისა

1455. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღუნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1456. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვეტდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხუდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1457. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა არს გული თქუენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვჰპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1458. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება შენ მიდი კითხე რა უნდა მან ქნას ამისი ცხადება ვითა დამივსო საჴმილი ეგრე მისიცა კმა დება

1459. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1460. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბედს იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ჴმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები