... (Q-622), XIX ს.

1559. თინათინ უთხრა ჱე მზეო შენთა მჭურეტელთა ლხინებო რამცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკუდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა ცრემლსა მე დავიდინებო

1560. კულავ აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი იგი იჭურეტს უკუღმავე ედებოდა ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი

1561. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1562. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით

1563. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1564. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1565. სამთავე ვლეს ღ~თნ მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღვინოსა სვემდეს არ დოსა

1566. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

1567. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა კრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცეს კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი იზახდეს და ამას ხმობდეს

1568. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ხელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღ~თნ სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყუელაკასა გაუცხადნეს

1569. სმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ხამს ეგეთსა გარდიჴდიდეს მათ ოთხთავე თავის თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს

1570. სრულნი ჰინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადიან თქვენგან გუჭირს კარგი ყველაი მართ იმას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იქმოდიან სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1571. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ქენ არ უქმნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედან დაგსვამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1572. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმე გვმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1573. ერდგან სამთავე ძმობილთა დაყუნეს ცოტაი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრამ ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

1574. ტარიელ ცნა ამა ყმისა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი გონებამან შვიდი თუ რვა მოგშორდები ლხინი ჩემი საწუთრომან დამიშურვა

1575. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედა ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა თქვენისათვის ასრე მომსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

1576. როსტანისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა არ კოვზები არ ჯამები ჩემაგიერ მიუტანე წაო ნურას მეუბნები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

1577. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელსა ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ განანათლოს ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1578. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვა ცეცხლისა ალამა სრულად ჰინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მამკლაო სოფლისა მე სამსალამა